მთავარიევროპარუსეთიევროკავშირმა რუსეთის ფედერაციის ოთხ მოქალაქეს სანქციები დაუწესა

ევროკავშირმა რუსეთის ფედერაციის ოთხ მოქალაქეს სანქციები დაუწესა

ევროკავშირის წევრი 27 სახელმწიფო, რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნის საქმეში მონაწილე რუსეთის მოქალაქეებისათვის სანქციების დაწესებაზე შეთანხმდა. პრინციპული გადაწყვეტილება ბრიუსელის მიერ სანქციების დაწესების, ახალი, გამარტივებული მექანიზმის, გამოყენებით მოხდა. ახალი მექანიზმი 27 წევრი სახელმწიფოს ხმათა უმრავლესობას ეყრდნობა და გამორიცხავს ვეტოს უფლებას. ოფიციალური კრემლის განცხადებით ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი არ ყოფილა და რუსეთის ფედერაციასა და ევროკავშირს შორის ორმხრივ ურთიერთობებს კიდევ უფრო დააზიანებს.

 
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ევროკავშირი უსეთის ფედერაციაში მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ მიუღებელი მოპყრობის მოწმეა. ევროკავშირი გმობს რუსეთის ფედერაციის სამართალდამცველი ორგანოების მიერ ალექსეი ნავალნის გასამართლებას. ჟოზეფ ბორელის თქმით ეს პოლიტიკურად მოტივირებული საქმეა.

ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციები მოიცავს ასევე ეგრეთწოდებულ მაგნიტსკის აქტს, რომლის მეშვეობითაც ადამიანის უფლებების დარღვევაში დამნაშავე ადამიანების დასჯა გამარტივებულია. ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციები შეეხება რუსეთის ფედერაციის გენერალურ პროკურორს, იგორ კრასნოვს, ფედერალური პენიტენციური სამსახურის უფროსს, ალექსანდრ კალაშნიკოვს, საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარეს, ალექსანდრ ბასტრიკინს, მეოთხე პიროვნება კი ვისაც სანქციები დაუწესდა რუსეთის ფედერაციის ეროვნული გვარდიის მეთაური ვიქტორ ზოლოტოვია.

ალექსეი ნავალნი ვლადიმირის რეგიონში მდებარე შრომა-გასწორების კოლონიაშია გადაყვანილი, რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი კოლონიაში ორ წელიწად ნახევარს გაატარებს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend