მთავარი ევროპა გაერთიანებული სამეფო უინსტონ ჩერჩილის ნახატი ,,კუტუბიას მეჩეთის კოშკი" ლონდონის აუქციონზე 8.3 მილიონ ფუნტად გაიყიდა

უინსტონ ჩერჩილის ნახატი ,,კუტუბიას მეჩეთის კოშკი” ლონდონის აუქციონზე 8.3 მილიონ ფუნტად გაიყიდა

დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის უინსტონ ჩერჩილის ნახატი ლონდონის აუქციონზე 8 მილიონ 800 ათას ფუნტად გაიყიდა. ჩერჩილმა ეს ნახატი 1943 წლის იანვარში კასაბლანკას კონფერენციის შემდეგ მაროკოში დახატა, სადაც მან ფრანკლინ რუზველტთან ერთად ნაცისტური გერმანიის დამარცხების სტრატეგია ჩამოაყალიბა.

უინსტონ ჩერჩილი ცდილობდა თავის ნახატებში აესახა იდუმალი სამყარო. მას შემდეგ, რაც ჩერჩილმა ,,კუტუბიას მეჩეთის კოშკი“  რუზველტს აჩუქა, ნახატს რამდენიმე მფლობელი ჰყავდა. მათ შორის , აუქციონზე გაყიდვამდე , ჰოლივუდის  მსახიობი ანჯელინა ჯოლი.

უახლესი

სხვა ამბები