მთავარი საქართველო საქართველოში კორონავირუსის 461 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში კორონავირუსის 461 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ჩატარებული 22 900 ტესტირებიდან გამოვლენილია კორონავირუსის 461შემთხვევა. ეს ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 163 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა – 265 686-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 12 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 532 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 461 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 250 შემთხვევა, აჭარა – 7, იმერეთი – 57, ქვემო ქართლი – 12, შიდა ქართლი – 35, გურია – 30, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 30, კახეთი – 29, მცხეთა-მთიანეთი – 6, სამცხე-ჯავახეთი – 2, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 3.

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend