მთავარიევროპაგაერთიანებული სამეფოოქსფორდის კვლევით ლაბორატორიაში აცხადებენ, რომ პანდემიასთან ბრძოლის შემდეგი ეტაპი ახალი შტამების იდენტიფიცირებაა

ოქსფორდის კვლევით ლაბორატორიაში აცხადებენ, რომ პანდემიასთან ბრძოლის შემდეგი ეტაპი ახალი შტამების იდენტიფიცირებაა

ოქსფორდის ერთ-ერთი ლაბორატორიის მკლევარი ამბობს, რომ ყველა კოვიდის ახალი შტამის გამოვლინება მათ სამომავლოდ ვირუსის განვითარების პროგნოზირებაში ეხმარება. პანდემიასთან ბრძოლის შემდეგი ეტაპიც სწორედ ესაა- დროულად მოხდეს ვირუსის ახალი ვარიანტების გამოაშკარავება მათი გავრცელების შეჩერების მიზნით.

კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლა მომდევნო- ახალი რისკების იდენტიფიცირების- ეტაპზე გადადის. ეს იმ ვარიანტებს ეხება, რომელთა წინააღმდეგ შესაძლოა არსებული ვაქცინები უძლური იყოს.

დიდი ბრიტანეთი მოწინავე ადგილზეა ახალი ვარიანტების აღმოჩენაში. პირველად სწორედ აქ აღმოაჩინეს კორონავირუსის ახალი შტამი, რომელიც ახლა მთელს მსოფლიოში ვრცელდება.

 

„OXFORD NANOPORE TECHNOLOGIES“-ის დირექტორი ლეილა ლუჰეში ამბობს, რომ საწყის ეტაპზე კორონავირუსის ახალი ვარიანტების პროგნოზირება რთული ეჩვენებოდათ, თუმცა ვირუსის  შესწავლის პროცესში ეს ამოცანა გაცილებით რეალური გახდა. ლეილა ლუჰეშის განცხადებით, ისინი აკვირდებიან იმ უჯრედებს, საიდანაც ვირუსი ადამიანის ორგანიზმში ხვდება. ლეილა ლუჰეში მიიჩნევს, რომ ზოგიერთ გენში განსაკუთრებით მნიშველოვანია მუტაციის პროცესის შესწავლა, ხოლო იმისათვის, რომ ვაქცინების გამოყენების ეფექტიანობა განისაზღვოს, სეკვენსირების არსებული მეთოდი კვლავ ძალიან მნიშვნელოვანია.

ოქსფორდის ლაბორატორიაში გენომის სეკვენსირებაზე – დნმ-ის რუკაზე მუშაობენ. მათ შექმნეს ინსტრუმენტი, რომელიც ამ პროცესს გაამარტივებს.

დანადგარი, რომელიც დნმ-ს აანალიზებს, მაცივრის საყინულის ზომისაა და ასობით ათასი ევრო ღირს. თუმცა ოქსფორდში ახლახანს მცირე ზომის მოწყობილობა შექმნეს, რომელიც დაახლოებით ათასი ევრო ღირს და მარტივად უერთდება კომპიუტერს. ზოგადად, მსოფლიოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების მხოლოდ მცირე ნაწილის კვლევა ხერხდება, რაც ზრდის იმის რისკს, რომ ვირუსის ახალი ვარიანტები გვიან ან საერთოდ ვერ აღმოაჩინონ.

„OXFORD NANOPORE TECHNOLOGIES“-ის აღმსრულებელი დირექტორი, გორდონ სანგერა აცხადებს, რომ ბოლო რამდენიმე კვირაა ახალი ვარიანტების აღმოჩენის მოწმენი გახდნენ. მისი თქმით, ეს პროცესი ძალიან მნიშვნელოვანია, რამდენადაც ჯანდაცვის სპეციალისტებს საშუალება აქვთ დროულად იმოქმედონ ვირუსის ახალი შტამების გავრცელების შესაჩერებლად.

ეს მოწყობილობები განსაკუთრებით გამოსადეგი მსოფლიოს იმ ნაწილებშია, სადაც დნმ-ის შესასწავლად საჭირო ინფრასტრუქტურა არ არსებობს. ვირუსის გავრცელების საფრთხე ყველაზე მეტად სწორედ ღარიბ ქვეყნებს უკავშირდება, სადაც ადამიანებს დიდხანს უწევთ ვაქცინის მოლოდინი.

უახლესი

სხვა ამბები

00:02:21

EMMY AWARDS 2024

spot_imgspot_img
Send this to a friend