მთავარი COVID-19 ვაქცინაცია ევროპის ქვეყნებში

ვაქცინაცია ევროპის ქვეყნებში

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის სამინისტრის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, „ფაიზერისა“ და „ასტრაზენეკას“ ვაქცინის პირველი დოზა ეფექტიანი აღმოჩნდა 70 წელს გადაცილებულებში. ის 80 პროცენტით ამცირებს ჰოსპიტალიზებულთა რაოდენობას. ამის გათვალისწინებით ვაქცინაციის პოლიტიკას ცვლიან საფრანგეთშიც, რაც იმას გულისხმობს, რომ „ასტრაზენეკას“ ვაქცინას ხანდაზმულებშიც გამოიყენებენ. პარალელურად, მარტში ევროპის ქვეყნებში „ჯონსონ ენდ ჯონსონის“ ვაქცინის დამტკიცებასაც ელოდებიან.

ჯანმო-ს ინფორმაციით, მსოფლიო მასშტაბით, პირველად გასული 7 კვირის განმავლობაში, კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა გაიზარდა. ჯანმო-ს საგანგებო მდგომარეობის დეპარტამენტის დირექტორის განცხადებით, ჯერ არარეალურია იმაზე ფიქრი, რომ კორონავირუსის პანდემია მიმდინარე წელს დასრულდება. მაიქლ რაიანის განცხადებით, ზოგიერთ ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევები იზრდება.

მიუხედავად იმისა, რომ დიდ ბრიტანეთში ახალი შტამის გავრცელებასთან დაკავშირებით  ვნებათაღელვა არსებობს, განწყობა მაინც ოპტიმისტურია და დღეს ოქტომბრის შემდეგ კორონავირუსით გარდაცვალების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი გამოვლინდა. სასიხარულო ინფორმაცია ვრცელდება ვაქცინების ეფექტიანობის შესახებაც. დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრი, მეთ ჰენკოკი აცხადებს, რომ „ფაიზაერისა“ და „ასტრაზენეკას“ ვაქცინის პირველი დოზა 70 წელს გადაცილებულებში დაავადების მძიმე ფორმით მიმდინარეობის დროსაც ეფექტიანია და 80 პროცენტით ამცირებს ჰოსპიტალიზებული პაციენტების რაოდენობას.

ეს სასიხარულო ინფორმაციაა კომპანია „ასტრაზენეკასთვის,“ რომელიც მის მიერ წარმოებული ვაქცინის ხანდაზმულებში არაეფექტიანობის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის შედეგად დაზარალდა. საქმე ისაა, რომ  როდესაც ვაქცინა ევროპულმა მარეგულირებელმა ორგანომ დაამტკიცა, საფრანგეთში განაცხადეს, რომ ამ ვაქცინის გამოყენებით მხოლოდ 65 წლამდე ასაკის პირთა აცრა იქნებოდა მიზანშეწონილი, თუმცა, როგორც ირკვევა, საფრანგეთი საკუთარ პოზიციას ცვლის.

საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ „ასტრაზენეკას“ ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტიანია ხანდაზმულებისთვისაც, მათ შორის, იმ, პირებისთვის, რომელთაც ქრონიკული დაავადებები, მაგალითად, დიაბეტი და მაღალი არტერიული წნევა აწუხებთ ან სიმსივნით არიან დაავადებულები. პირადი ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ მათ ვაქცინაციის პროგრამაში მონაწილეობის მიღება თამამად შეუძლიათ.

ამავდროულად, მიმდინარე თვეს ევროპაში „ჯონსონ ენდ ჯონსონის“ ერთდოზაინი ვაქცინის დამტკიცებას ელიან. ეს იქნება მეოთხე ვაქცინა, რომლის გამოყენების ნებართვას ევროპული მარეგულირებელი ორგანო გასცემს.

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend