მთავარი ამერიკა აშშ "ოქროს გლობუსის" დაჯილდოების გამარჯვებულები ცნობილია

“ოქროს გლობუსის” დაჯილდოების გამარჯვებულები ცნობილია

ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ამერიკული კინო-დაჯილდოება წელს საკმაოდ უცნაურ ფორმატში ჩატარდა. პანდემიის დროს სხვა ყველა ღონისძიების მსგავსად,“ოქროს გლობუსმაც“ ვირტუალურ სამყაროში გადაინაცვლა.

დაჯილდოების ცერემონია აშშ-ის ორ ქალაქში – ნიუ იორკსა და ლოს-ანჯელესში გაიმართა და მას თინა ფეი და ემი პოლერი გაუძღვნენ.

უცხოური პრესის ასოციაციამ გამარჯვებული 25 ნომინაციაში გამოავლინა.

საუკეთესო მხატვრულ ფილმის ნომინაციაში “ნომედლენდმა“ და „ბორატმა“ გაიმარჯვა. ხოლო სატელევიზიო სერიალის ჯილდო „გვირგვინმა“ მოიპოვა. ამავე სერიალის მსახიობებმა – ემა კორინმა და ჯიშ ო’კონორმა საუკეთესო მსახიობი ქალისა და მამაკაცის ჯილდოებიც აიღეს.

2020 წლის საუკეთესო მინი-სერიალი კი პოპულარული „ლაზიერის გამბიტი“ გახდა, ხოლო მთავარი როლის შემსრულებელმა ანია ტეილორ ჯოიმ  საუკეთესო მსახიობი ქალის ჯილდო მიიღო.

პრიზის გარეშე არ დარჩენილა საშა ბარონ კოენიც. გახმაურებული კომედიის „ბორატის“ მეორე ნაწილის გადაღებამ მას ორი ოქროს გლობუსის ჯილდო მოუტანა.

დაჯილდოების 77-წლიან ისტორიაში პირველად, საუკეთესო რეჟისორის ნომინაციაში სამი ქალი წარადგინეს – ემირალ ფენელი, ქლოა ჩჟაო და რეჯნა კინგი.

„ოქროს გლობუსს“ ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაცია გასცემს. ეს ჯილდო „ოსკარის“ შემდეგ ყველაზე პრესტიჟულ კინო თუ სატელევიზიო პრემიად ითვლება.

უახლესი

სხვა ამბები