მთავარი ამერიკა აშშ თეთრი სახლის დატოვების შემდეგ დონალდ ტრამპი საჯაროდ პირველად გამოჩნდა

თეთრი სახლის დატოვების შემდეგ დონალდ ტრამპი საჯაროდ პირველად გამოჩნდა

თეთრი სახლის დატოვებისა და მისი მხარდამჭერების კაპიტოლიუმზე შტურმის შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, ფლორიდაში გამართული მემარჯვენე ძალების ყრილობაზე საზოგადოების წინაშე პირველად გამოჩნდა.

იანვარში კაპიტოლიუმის შენობაზე თავდასხმის შემდეგ  გაკეთებული კომენტარების გამო ტრამპს ჯერ კიდევ აკრძალული აქვს სოციალურ მედიაზე წვდომა , ამიტომ მან გამოიყენა კონვენციის ტრიბუნა  და მწვავედ გააკრიტიკა ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის ახალი ადმინისტრაცია.

 

,,ჯო ბაიდენს ჰქონდა პრეზიდენტობის ყველაზე საშინელი პირველი თვე თანამედროვე ეპოქის პრეზიდენტებს შორის. ეს სიმართლეა. ბაიდენის ადმინისტრაციამ უკვე დაამტკიცა რომ მათი პოლიტიკა არის დასაქმების, ოჯახური ურთიერთობების, საზღვრების დაცვის, ენერგეტიკული უსაფრთხოების, ქალებისა და მეცნიერების წინააღმდეგ’’,- განაცხადა დონალდ ტრამპმა.

კონფერენციაზე შეკრებილი საზოგადოება ტრამპისადმი პოზიტიურად იყო განწყობილი. მიუხედავად იმისა, რომ რესპუბლიკური პარტია დაყოფილია და მისმა 10-მა წევრმა მხარი დაუჭირა ტრამპის იმპიჩმენტს, ნათელია რომ ყოფილი პრეზიდენტი პოპულარულია ამომრჩევლებში.

უახლესი

სხვა ამბები