მთავარი კულტურა „ტომი და ჯერი“ ბრუნდება

„ტომი და ჯერი“ ბრუნდება

პოპულარული ანიმაციური დუეტი, „ტომი და ჯერი“ მაყურებელს ახალ ფილმში უბრუნდება, რომელიც ანიმაციისა და მხატვრული ფილმის გაერთიანება იქნება.

ფილმში ქლოი გრეის მორეცი ახალაგზრდა ივენთ მენეჯერის როლს ასრულებს. მას მასშტაბური ქორიწლის დაგეგვმა ევალება, თუმცა ერთი პრობლემის წინაშე აღმოჩნდება.
სასტუმროში ჯერი ბინადრობს. მის გასასახლებლად ტომის დახმარება სჭირდებათ.  ამ ამბის გაგრძელება, კი ყველამ კარგად ვიცით.

 
„ყველა მუდმივად იმაზე ფიქრობს, თუ როგორ უნდა მიაგოს პატივი წარსულს, მაგრამ ამავდროულად თანამედროვე ტემპი შეინარჩუნოს. დღევანდელი ბავშვები ახალ ტექნოლოგიებს არიან მიჩვეულები და ძალიან განვითარებულები არიან“, – ამბობს რეჟისორი, ტიმ სტორი.

მორეცის ხელმძღვანელის როლს, მაიკლ პენია ასრულებს.

ახალი ფილმი დიდი ქორწილის გარშემო ტრიალებს, შეიძლება ითქვას, რომ ეს საუკუნის ქორწილია.

კოლინ ჯოსტი, რომელიც სიძის როლს ასრულებს, ამბობს რომ ფილმი მას  ანიმაციას სახელწოდებით „ვის უნდოდა კურდღელი როჯერის დაღუპვას“. აგონებს

რეჟისორ ტიმ სტორის მთავარი მიზანი იყო, რომ მისი ფილმი ყველა თაობის წარმომადგენლისთვის ყოფილიყო მიმზიდველი.

უახლესი

სხვა ამბები