მთავარიკუბიშეიქმნა ვებგვერდი, რომელზეც საქართველოში კორონავირუსთან დაკავშირებული ყველა მონაცემია განთავსებული

შეიქმნა ვებგვერდი, რომელზეც საქართველოში კორონავირუსთან დაკავშირებული ყველა მონაცემია განთავსებული

უკვე ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. მას შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, მათ შორის  ვირტუალური გარემოც. სოციალური ქსელებისა და ვებგვერდების უმეტესობის მიზანია, საზოგადოებამ მეტი ინფორმაცია მიიღოს კოვიდ-19-თან დაკავშირებით.

მაგალითად, თუ გუგლში ნებისმერ ენაზე  სიტყვა „კორონავირუსს“ ჩაწერთ, გუგლი გაჩვენებს რეგიონს, შემთხვევების რაოდენობას, ასევე ზრდისა თუ კლების მაჩვენებელს და ა.შ.

 
ფეისბუკის ადმინისტრაციამ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან ერთად, შექმნა საინფორმაციო ცენტრის ცალკე განყოფილება, რომელიც საზოგადოებას სთავაზობს ინფორმაციას როგორც  კორონავირუსთან, ასევე ვაქცინაციასთან დაკავშირებით. მთელი წლის განმავლობაში ტექნოლოგიური კომპანიები ცდილობდნენ, მომხმარებელს  უფრო მეტ სანდო წყაროსთან ჰქონოდა წვდომა და არ შესულიყო შეცდომაში.

მიუხედავად ამისა, კორონავირუსთან დაკავშირებით ინფორმაცია მაინც გაფანტულია. ამიტომ ქართველმა პროგრამისტებმა შექმნეს ვებგვერდი covidinfo.ge , რომელზეც საქართველოში კოვიდ-19-თან დაკავშირებულ ყველა ინფორმაციას ერთად მოუყარეს თავი.

პროექტის თანაავტორი ნიკა ნასარიშვილი ევრონიუს ჯორჯიასთან საუბარში აღნიშნავს, რომ ჯერჯერობით მოქმედებს ვებგვერდის ბეტავერსია და ყოველდღიურად მიმდინარეობს ვებგვერდის გაუმჯობესება.

უახლესი

სხვა ამბები

00:02:21

EMMY AWARDS 2024

spot_imgspot_img
Send this to a friend