მთავარი ამბები საპროტესტო მსვლელობა რუსთაველის გამზირზე

საპროტესტო მსვლელობა რუსთაველის გამზირზე

ოპოზიციური პარტიები და მათი მხარდამჭერები პარლამენტისკენ საპროტესტო მსვლელობას მართავენ. „მსვლელობა თავისუფლებისთვის“ – ასე ჰქვია საპროტესტო მარშს, რომელიც რამდენიმე წუთის წინ, სხვადასხვა ადგილიდან დაიძრა.

„ლელო საქართველოსთვის“ ლიდერები და მათი მხარდამჭერები პარლამენტისკენ თსუ-ს პირველი კორპუსის მიმდენარე ტერიტორიიდან გამოემართნენ, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები – ფილარმონიიდან, „ევროპული საქართველოს“ ლიდერები და მათი მხარდამჭერები კი „რუსთაველის“ მეტროსთან შეიკრიბნენ და პარლამენტისკენ სწორედ აღნიშნული ადგილიდან დაიძრნენ.

ამ დროისთვის ცალკეული პარტიების წარმომადგენლები თავიანთ მხარდამჭერებთან ერთად რუსთაველის გამზირზე გაერთიანებული მსვლელობით მოემართებიან.

მსვლელობა პარლამენტთან დასრულდება, სადაც 15:00 საათზე პოლიტიკური ლიდერების გამოსვლები დაიწყება.

უახლესი

სხვა ამბები