მთავარი ამბები საქართველოს ეკონომიკა იანვარში 11 პროცენტზე მეტით შემცირდა

საქართველოს ეკონომიკა იანვარში 11 პროცენტზე მეტით შემცირდა

წინასწარი შეფასებით, 2021 წლის იანვარში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) კლებამ 11.5 პროცენტი შეადგინა. ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

26 თებერვალს გამოქვეყნებული  წინასწარი სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, წინა წლის იანვართან შედარებით, 2021 წლის იანვარში სამომხრებლო ფასების ინდექსი 102.8 პროცენტით არის გაზრდილი წინა თვესთან შედარებით კი –  101.1 პროცენტით.

სავაჭრო ბრუნვა გასული წლის იანვართან შედარებით, 16.5 პროცენტით შემცირდა, რაც თანხობრივად 762.5 მილიონ აშშ დოლარს უდრის. აქედან იმპორტი შემცირებულია 16.6 პროცენტით ანუ 583.1 მილიონ დოლარით, ხოლო ექსპორტი 16.2 პროცენტით, რაც 224.4 მილიონ დოლარს უდრის.

წინასწარი მონაცემებით, ახლადრეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობა, 2021 წლის იანვარში 2835 შედაგინა, რაც 23.3 პროცენტით ნაკელბია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით.

ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასებისას გამოყენებული დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვამ მიმიდნარე წლის იანვარში 5 მილიონ  888 ათასი 900 ლარი შეადგინა, რაც 8.1 პროცენტით ჩამორჩება გასული წლის იმავე მაჩვენებელს.

2021 წლის იანვარში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით კლება შეინიშნებოდა შემდეგ საქმიანობებში: მშენებლობა, ტრანსპორტი და დასაწყობება, დამამუშავებელი მრეწველობა, განთავსების საშუალებით უზრუნველყოფა, ხელოვნება, გართობა და დასვენება, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება, საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი.

ზრდა შეინიშნებოდა  ინფორმაცია და კომუნიკაციის, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების სფეროებში.

უახლესი

სხვა ამბები