მსოფლიოს დიდი უნივერსიტეტების ფონდები, პანდემიის დროს ხელმისაწვდომი აღარ არის. ვეღარ მიხვალ და დაჯდები დიდ და ნათელ დარბაზში, ვეღარ მოიწყობ გვერდით ყველა იმ წიგნს და საქაღალდეს, რომელიც კვლევისთვის გჭირდებოდა. ეს ყველაფერი, მხოლოდ ონლაინ არის ხელმისაწვდომი, და უნივერსიტეტებმაც, საკუთარი ფონდები გახსნეს. ასე მოიქცნენ საქართველოს უნოვერსიტეტებიც.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა დოკუმნეტებისა და წიგნების ელექტრონული ბაზები გახსნა და ახლა მათი გამოყენება ნებისმიერ მომხმარებელს შუძლია. ასე გაჩნდა ახალი პროექტი სახელწოდებით „უნივერსიტეტების როლის გაძლიერება საზოგადოების განვითარებაში.“ უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი ირმა გრძელიძე ახალი პროექტის მრავალფეროვნებაზე საუბრობს.
„ეს მრავალფეროვნება ეხება როგორც ცოდნის ტრანსფერს სხვადასხვა მიმართულებით, ისე, ინსტიტუციების მხრიდან გარკვეული ღონისძიებების ორგანიზებას, გარემოს დაცვით ღონისძიებებს, ეხება ეკონომიკურ თუ სოციალურ-კულტურულ ღონისძიებებს. არჩევანი მრავალფეროვანია და პროექტის ფარგლებში, ერთ-ერთი მთავარი მიზანი იქნება უნივერსიტეტებმა თავიანთი პროფილი განსაზღვრონ. განსაკუთრებით რა არის მათთვის მნიშვნელოვანი. მაგალითად ჩვენ პროექტში ჩართული გვყავს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომელსაც სრულიად განსაკუთრებული მისია აქვს რეგიონში. შესაბამისად მათი აქტივობები ალბათ იმ მიმართულებით იქნება, რაც რეგიონს სჭირდება და რაც სწორედ იმ ცხელ წერტილს სჭირდება სადაც უნივერსიტეტი მდებარეობს“, – ამბობს ირმა გრძელიძე.
თსუ-ს პროექტმა – „უნივერსიტეტების როლის გაძლიერება საზოგადოების განვითარებაში“, ევროკომისიის ფინანსური დახმარება მოიპოვა. ამ პროეტში 8 ქართული და 3 საერთაშორისო უნივერსეიტეტია გაერთიანებული. პროეტის პარტნიორები არიან საერთაშრისო ორგანიზაციები Erasmus + ოფისი საქართველოში და ბელგიური „ხარისხის განვითარების სააგენტო“.
საერთაშორისო სააკრედიტაციო სააგენტოს საერთაშორისო პროექტების ხელმძღვანელი კრისტოფ ტერასი ამბობს რომ პროექტის პროექტის მიზანია უნივერსიტეტების საზოგადოებასთან უკეთ დაკავშირება.
„ეს უნივერსიტეტის მესამე მისიაა, რომ სოციალური მომსახურებები, კულტურული საქმიანობა, ინოვაციების განვითარება, ტრენინგები მთელ საზოგადოებას შევთავაზოთ და არა მხოლოდ სტუდენტებს. პროექტში უნივერსიტეტები თუ არასამთავრობო ორგანიზაციები ოთხი პარტნიორი ქვეყნიდან გვყავს. ეს ძალიან ამბიციური და ინოვაციური პროექტია. ჩვენ მოუთმენლად ველით იმ ცვლილებებს, რაც შეგვიძლია შევიტანოთ უმაღლესი განათლების სისტემაში, როგორც საქართველოში ასევე ევროპაში,“- თქვა კრისტოფ ტერასმა.
პროექტის პირველ სამუშაო შეხვედრას ინტერნეტში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შარვაშიძე მიიჩნევს რომ უნივერსიტეტის მესამე ფუნქცია, როგორც დამხმარე და განმავითარებლი გამოიკვეთოს.
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება მეტი პარტნიორი იღებდეს მონაწილეობას. რვა უნივერსიტეტი არ მონაწილეობს, თუმცა ჩაერთო ამ საქმიანობაში იმის მიუხედავად, რომ ამ პროექტის ნაწილი არ არის. ეს გვაფიქრებინებს, რომ ძალიან მაღალია მოთხოვნილება მესამე მისიასთან დაკავშირებით“, – ამბობს გიორგი შარვაშიძე.
მიუხედავად იმისა რომ სწავლება ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობს ხოლო უნივერსიტეტის დერეფნები დაცარიელებულია, საქართველოს უნივერსიტეტები ახალ პროეტებზე ფიქრობენ.
თორნიკე კოპლატაძე