მთავარი ევროპა ესპანეთი კარლეს პუჩდემონს ევროპარლამენტარის იმუნიტეტს მოუხსნიან

კარლეს პუჩდემონს ევროპარლამენტარის იმუნიტეტს მოუხსნიან

კატალონიის ყოფილ მეთაურ კარლეს პუჩდემონს ევროპარლამენტარის იმუნიტეტს მოუხსნიან. დეპუტატის ხელშეუხებლობის მოხსნას მხარი ევროპარლამენტის კომიტეტის წევრებმა დაუჭირეს, ხოლო უკვე მომდევნო თვეში ამავე საკითხზე დაგეგმილ კენჭისყრაში ევროპარლამენტის სრული შემადგენლობა მიიღებს მონაწილეობას.

იმ შემთხვევაში თუ ევროდეპუტატები კატალონიის ყოფილ მეთაურს იმუნიტეტს გააუქმებენ, პუჩდემონის სამართლებრივი დევნა შესაძლებელი გახდება. თუმცა, ამ შემთხვევაშიც კი პუჩდემონის ესპანეთში ექსტრადიციას ბელგიის სასამართლოს თანხმობა დასჭირდება.

პუჩდემონი ესპანეთიდან 2017 წელს გაიხიზნა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც კატალონიაში ჩატარდა დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმი, რომელსაც ესპანეთის მთავრობა არალეგიტიმურად მიიჩნევს. კატალონიის ყოფილ მეთაურს ამბოხის წაქეზებასა და ბიუჯეტიდან თანხების არამიზანშეწონილ ხარჯვაში ადანაშაულებენ. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, პუჩდემონს შესაძლოა, ცხრიდან 13 წლამდე პატიმრობა დაემუქროს.

უახლესი

სხვა ამბები

ევროპარლამენტარიევროპარლამენტარი