მთავარიევროპაუნგრეთიუნგრეთის მოქალაქეებს 40 წლის შემდეგ შეეძლებათ ასტრონავტები გახდნენ

უნგრეთის მოქალაქეებს 40 წლის შემდეგ შეეძლებათ ასტრონავტები გახდნენ

მარტის ბოლოდან ევროპული კოსმოსური სააგენტო წევრი ქვეყნებიდან 6 მუდმივ და 20 რეზერვისტ ასტრონავტს  შეარჩევს. პროგრამაში ჩართვის საშუალება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებსაც ექნებათ. პროგრამა ადამიანის მთვარეზე დაბრუნებას და შემდეგ მარსზე მისიის გაგრძელებას ისახავს მიზნად.

ბრიტანელი ასტრონავტი თიმ პიკი აღნიშნავს, რომ ისინი არა მხოლოდ საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ბრუნდებიან, არამედ მონაწილებას მიიღებენ პროგრამა „არტემისშიც“, რომელიც მთვარეზე დაბრუნებას, შემდეგ კი მარსზე გამგზავრებას ისახავს მიზნად.

სწავლებაზე, რომელიც კელნში გაიმართება,  ნებისმიერ მსურველს შეუძლია განაცხადის გაგზავნა. 6-ეტაპიანი შერჩევა 2022 წლის ოქტომბრამდე გაგრძელდება.

უნგრეთში  შერჩევის პროცესს ცნობილი უნგრელი ასტრონავტის ბელა მადიარის შვილი ხელმღვანელობს. გაბორ მადიარის განცხადებით, უბრალო ადამიანისთვის ჯერ ასე ახლოს არასდროს ყოფილა ვარსკვლავები.

განაცხადის შეტანა შეუძლია ყველას, ვინც 50 წელს არ აღემატება, მისი სიმაღლე 153 – 190 სანტიმეტრამდეა და ვისაც მაგისტრის წოდება აქვს.

პროგრამაში მონაწილეობისთვის არ არის სავალადებულო,  რომ მსურველი გამოცდილი მფრინავი იყოს.  თუმცა, სასურველია, მას სამედიცინო და საინჟინრო განათლება ჰქონდეს. რა თქმა უნდა, ფიზიკური მომზადება და ამტანობაც მნიშვნელოვანია.

პირველად ისტორიაში ევროპული კოსმოსური სააგენტო სარეზერვო გუნდისთვის შეზღუდული შესაძლებლობების პირებისაგანაც მიიღებს განცხადებებს, ასევე წახალისებული იქნება ქალების მონაწილეობაც. კოსმოსში ნამყოფი 560 ადამიანიდან მხოლოდ 65 იყო ქალი.

დოროთი ბენჩე ბავშვობიდან ოცნებობს, გახდეს  პირველი უნგრელი ქალი, რომელიც კოსმოსში გაფრინდება. იგი ხშირად აკვირდებოდა თანავარსკვლავედებს და სურდა, გაეგო, რა ხდებოდა კოსმოსში.

თუ უნგრელი ასტრონავტები მარსზე მოხვდებიან, მათ გაუადვილდებათ საქმე, რადგან მშობლიურ ენაზე ექნებათ მარსის რუკა. ნასას ყოფილი მკვლევარი ჰენრიკ ჰარგიტაი წითელი პლანეტის ველებს, მთებსა და სეზონებსაც კი აღწერს. მკვლევარი ამბობს, რომ აქამდე პლანეტაზე სიცოცხლის კვალი რომ მოეძებნათ, ადამიანს არ ჰქონია ზედაპირთან შეხების, თუნდაც ქვის გადატრიალების  შესაძლებლობა, ახლა კი მათი მიზანი სწორედ ეს არის.

რუკაზე ასევე დატანილია მარსის ის ადგილები, რომლებზეც მომავალში მისიის გაგზავნას გეგმავენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend