ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელის პელეს შესახებ ნეტფლიქსზე ახალი დოკუმენტური ფილმი გამოვიდა. ფილმში ნაჩვენებია, თუ როგორ მოიპოვა პელემ „ფეხბურთის მამის“ ტიტული. რეჟისორის ამბობს, რომ პელეს დიდი წვლილი მიუძღვის ბრაზილიის კულტურული იდენტობის ჩამოყალიბებაში.
ნეტფლიქსის ახალი დოკუმენტური ფილმი ბრაზილიელი ფეხბურთელის, ედსონ არანტეს დო ნასიმენტუს, იგივე პელეს ცხოვრების შესახებ გვიყვება. პელე არის ერთადერთი ფეხბურთელი, რომელსაც სამჯერ აქვს მსოფლიო ჩემპიონატი მოგებული. ფილმში ნაჩვენებია, თუ რა გზა გაიარა მან ახალგაზრდა სუპერვარსკვლავობიდან ბრაზილიის ეროვნული გმირის ტიტულის მოპოვებამდე.
„1958 წლის მსოფლიო ჩემპიონატამდე ბრაზილია, როგორც საფეხბურთო ქვეყანა, არ იყო ცნობილი. 1970 წლის ჩემპიონატის დროს კი სწორედ ფეხბურთი იყო პირველი, რაც ბრაზილიაზე გახსენდებოდა. ეს ბრაზილიელი ფეხბურთელების მთელი თაობის დამსახურებაა, თუმცა პელე ამ ყველაფრის გამაერთიანებელი იყო. იგი ქვეყნის კულტურული იდენტობის შექმნაში იღებდა მონაწილეობას. მესმის, რომ ეს ზედმეტად ხმამაღალი ნათქვამია, თუმცა, ვფიქრობ, ეს ასე იყო. პელეს ვერავინ შეედრება, იგი ყველასგან გამორჩეული იყო. პელე მხოლოდ ბრაზილიას კი არა, თითქოს მთელ მსოფლიოს ეკუთვნის. ეს ცოტათი უსამართლოცაა, რადგან პელემ მთელი თავისი კარიერა ბრაზილიაში გაატარა. იგი ალბათ ძალიან განიცდის იმას, რომ ამდენი ხანია ჩვენთან არის, მაგრამ 50 წელია, ფეხბურთი არ უთამაშია.“
დოკუმენტური ფილმის, „პელეს“, ნახვა მაყურებელს ნეტფლიქსზე 23 თებერვლიდან შეუძლია.