მთავარიCOVID-19ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანა კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქებას იწყებს

ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანა კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქებას იწყებს

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ – 112 მილიონს, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ კი 88 მილიონს გადააჭარბა. მიუხედავად იმისა, რომ ევროპის ქვეყნებში ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი კვლავ მაღალია, რამდენიმე ქვეყანა შეზღუდვების შემსუბუქებას იწყებს. ბელგიას, დანიას, ფინეთს, გერმანიას, უნგრეთსა და შვედეთს ევროკავშირმა 10 დღე მისცა იმისათვის, რომ გაუქმდეს გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვები.


საფრანგეთში ბოლო 24 საათში ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში განთავსებული პაციენტების რაოდენობა კვლავ გაიზარდა და 3500 ადამიანს მიაღწია, რაც ბოლო 12 კვირის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. საზოგადოება ითხოვს, რომ აიკრძალოს საჯარო შეკრებები და დაწესდეს სხვა დამატებითი შეზღუდვები. საფრანგეთის ხელისუფლება ბოლო პერიოდში ცდილობდა, თავიდან აერიდებინა მორიგი საკარანტინო ზომების დაწესება და მხოლოდ კომენდანტის საათის მეშვეობით შეეჩერებინა პანდემიის გავრცელება.

მომავალი კვირიდან ირლანდიაში სკოლებში სასწავლო პროცესი განახლდება, თუმცა ამასთანავე, ქვეყნის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, საკარანტინო ზომები აპრილამდე  გაგრძელდება. ხელისუფლებამ შექმნილ კრიზისულ პერიოდში პრიორიტეტად განათლება და ბავშვებზე ზრუნვა დაისახა. ირლანდიაში წინასაშობაოდ კოვიდპანდემიის შეზღუდვების შემსუბუქებამ ქვეყანაში ვირუსის სწრაფად გავრცელებას შეუწყო ხელი და ამჟამად ამ ქვეყანაში ინფექციის გავრცელების მაჩვენებელი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალია.

ნიდერლანდების ხელისუფლებამ შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქების გადაწყვეტილება მიიღო.  სკოლებში სასწავლო პროცესი განახლდება, მიუხედავად იმისა, რომ ინფექციის გავრცელების ტემპი ქვეყანაში კვლავაც მაღალია. ღამის კომენდანტის საათი კი კვლავ ძალაში რჩება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend