გაეროს ადამიანის უფლებების დაცვის საბჭოზე ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრი ვლადიმირ მაკეი წარდგა. მისი განცხადებით, ევროპის ქვეყნების მიერ ბელარუსის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევას წარმოადგენს. მაკეის თქმით, ბელარუსის ხელისუფლება კანონიერად იქნა არჩეული და რომ სანქციები არალეგიტიმურია.
„ეკონომიკური სანქციები დასავლეთის ქვეყნების საყვარელი სათამაშოა, რომლითაც ისინი სუვერენულ სახელმწიფოებზე ზეგავლენის მოხდენას ცდილობენ. მინდა მათ ვაუწყო რომ ეს სანქციები ადამიანის უფლებების პრინციპებს ეწინააღმდეგება. ჩვენ არ ვამბობთ რომ ჩვენი ქვეყანა იდეალურია, თუმცა ამავდროულად კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით იმ ბრალდებებს, რომლებსაც ადამიანის უფლებების საბჭოს ზოგიერთი წევრი ქვეყანა გვიყენებს. ისინი ვერ ეგუებიან იმ ფაქტს, რომ მიუხედავად პოლიტიკური და ეკონომიკიური წნეხისა ბელარუსის სახელმწიფო განვითარებას აგრძელებს“, – აცხადებს ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრი ვლადიმირ მაკეი.