მთავარი ამბები ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვები შემსუბუქდება

ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვები შემსუბუქდება

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო სხდომის დასრულების შემდეგ პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების შემსუბუქების გეგმა წარადგინა.

  • 25 თებერვლიდან აღდგება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა;
  • 25 თებერვლიდან გაიხსნება სამთო კურორტები;
  • 8 მარტიდან გაიხსნება სამთო კურორტებზე არსებული საბაგიროებიც;
  • 1 მარტიდან აღდგება სწავლა კერძო და საჯარო ბაღებში, ორ კვირაში თანამშრომლების 20%- ის ტესტირების პირობით;
  • 1 მარტიდან  შესაბამისი პროტოკოლის დაცვით აღდგება კონფერენცია/ტრენინგები;
  • 1 მარტიდან უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლები კლინიკური, პრაქტიკული, ლაბორატორიული საქმიანობის აღდგენას და გამოცდების არადისტანციურ ფორმატში ჩატარებას შეძლებენ , ხოლო სასწავლო პროცესის აუდიტორიებში აღდგენას – 15 მარტიდან;
  • 1 მარტიდან მუზეუმები და ბიბლიოთეკები საქმიანობას განაახლებენ;
  • 1 მარტიდან ბათუმში რესტორნები განაახლებენ მუშაობას (შაბათ-კვირის გარდა);
  • 8 მარტიდან რესტორნების მუშაობა აღდგება მთელს საქართველოში (შაბათ-კვირის გარდა);
  • 8 მარტიდან არასასურსათო საცალო ვაჭრობა შაბათ-კვირის ჩათვლით, იგულისხმება როგორც სავაჭრო მოლები, ისე ბაზრობები, მუშაობას განაახლებეს;
  • 15 მარტიდან მუშაობას განაახლებენ სპორტული დარბაზები;
  • 15 მარტიდან თეატრები, სპორტული კლუბები, პროფესიული ანსამბლები რეპეტიციების და ვარჯიშის განახლებას შეძლებენ;
  • 15 მარტიდან სასკოლო წრეები ასევე განახლდება;

ძალაში რჩება 21 საათიდან დილის 5 საათამდე გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა;

ამასთან, საკოორდინაციო საბჭოზე გადაწყდა ვიზიტორების დაშვებასთან დაკავშირებული რეგულაციების შემსუბუქება.

კერძოდ, იმ ქვეყნების ჩამონათვალს, რომელთა მოქალაქეებს საქართველოს საჰაერო საზღვრის გავლით ქვეყანაში შემოსვლა შეუძლიათ, PCR ტესტის უარყოფითი პასუხით 1 მარტიდან ემატება შემდეგი ქვეყნები: სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, ყაზახეთი, რუსეთი, ბელარუსი. სახმელეთო საზღვრებზე ამ ეტაპზე ისევ ვინარჩუნებთ მოქმედ რეჟიმს“, – ნათქვამია მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

რეგულაციების შემსუბუქების შესახებ დეტალურ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

უახლესი

სხვა ამბები

00:00:00
შეზღუდვებიშეზღუდვები
Send this to a friend