მთავარიევროპაგაერთიანებული სამეფობრექსიტის შედეგად კომპანიების ნაწილი ლონდონიდან პარიზში გადავიდა

ბრექსიტის შედეგად კომპანიების ნაწილი ლონდონიდან პარიზში გადავიდა

ბიზნესების სხვა ქალაქში გადატანის მიზეზად კომპანიების წარმომადგენლები ბრექსიტის შედეგად შექმნილ გაურკვევლობას ასახელებენ. ექსპერტების განცხადებით, ლონდონი ევროპის ფინანსური ცენტრის ტიტულს, სავარაუდოდ, არ დაკარგავს, თუმცა გამორიცხული არაა, რომ შექმნილი მდგომარეობით ევროპის სხვა ქალაქებმაც ისარგებლონ.

საფრანგეთის ცენტრალური ბანკის წარმომადგენელთა განცხადებით, ბრექსიტის შედეგად დიდი ბრიტანეთიდან საფრანგეთში დაახლოებით 2500 სამუშაო ადგილი და 170 მილიარდი ევროს ღირებულების აქტივები გადავიდა.


„პარიზი ბიზნესმენებისთვის ძალიან მიმზიდველი გახდა. იგი ამ მხრივ მხოლოდ დუბლინს ჩამორჩება. ამას სხვადასხვა გეოგრაფიული, კულტურული და ეკონომიკური მიზეზი აქვს. პარიზმა გადაუსწრო ისეთ ქალაქებს, როგორებიცაა ფრანკფურტი და ლუქსემბურგი.“ – აცხადებს საკონსულტაციო კომპანიის დირექტორი ვინსენტ ბოლაერი.

გადაადგილებებია ფინანსურ სექტორშიც, რომელიც ბრიტანეთის მთლიანი შიდა პროდუქტის 7 პროცენტს შეადგენს. ლონდონი ევროპული ბაზრის კარიბჭედ მიიჩნეოდა. თუმცა ბრექსიტის გამო ეს შეიძლება, შეიცვალოს.

ბრექსიტის შემდეგ ლონდონიდან პარიზში ბევრი ფინანსური სააგენტო არ გადასულა, თუმცა ჯერ ყველაფერი წინაა. ბრექსიტის ფინანსურ ხელშეკრულებას ხელი, სავარაუდოდ, შემდეგ თვეს მოეწერება. პარიზის ბიზნესცენტრ „ლა დეფენსში“ მდებარე კომპანიები გაერთიანებული სამეფოს ფინანსური ბაზრების წილის ყიდვას ცდილობენ.

ახალი ხელშეკრულება საშუალებას მისცემს ბრიტანულ კომპანიებს, ევროპულ ბაზარზე გააგრძელონ მუშაობა. თუმცა, ახალი შეთანხმების მიხედვით, ევროპას ბრიტანულ კომპანიებთან ურთიერთობის შეწყვეტის შესაძლებლობა ეძლევათ.

„ამჟამადსაინვესტიციო ფონდების ნაწილი განვითარების მიზნით ლონდონიდან პარიზში გადმოდის. ეს ბრექსიტის შედეგია. როგორ მოიქცევიან ინვესტორები, ამას მომავალი გვიჩვენებს“. – აცხადებს ფინანსური სექტორის ექსპერტი დიდიერ ალუამე.

ექსპერტების განცხადებით, ლონდონი კვლავ დარჩება ევროპის ფინანსურ ცენტრად. თუმცა, ბრექსიტით შეიძლება, ევროპის სხვა ქალაქებმაც ისარგებლონ.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend