საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ 1918 წლის მაისიდან 1921 წლის თებერვლამდე იარსება. 3 წლის განმავლობაში, რაც ისტორიისათვის ერთი გაელვებაა, ქართულმა საზოგადოებამ ევროპული ღირებულებების ერთგულება და თანამედროვე სახელმწიფოსა და საზოგადოების აშენების პოტენციალი აჩვენა.
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შესახებ ევრონიუს ჯორჯია ისტორიკოს დიმიტრი შველიძეს ესაუბრა. ისტორიკოსთან ევრონიუს ჯორჯიამ საქართველოს პირველი რესპუბლიკის დაარსებაზე და თბილისი თავდაცვის ოპერაციაზე ისაუბრა.
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა ილია ჭავჭავაძის ეროვნულ იდეაზე იყო დაფუძნებული. ქართული სახელმწიფოებრიობის რეინკარნაციაში დიდი წვლილი შეიტანა 1917 წელს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენამ.
მიუხედავად იმისა რომ საბჭოთა რუსეთმა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობა 1920 წლის 7 მაისს აღიარა, რუსული საგარეო პოლიტიკური ტრადიციების სრული დაცვით, ოკუპანტმა სახელმწიფომ ეს შეთანხმება დაარღვია და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა დაამხო.
ლეო სიხარულიძე