მთავარი სპორტი ოლივიე ჟირუს გოლი და "ჩელსის" გამარჯვება "ატლეტიკოსთან"

ოლივიე ჟირუს გოლი და “ჩელსის” გამარჯვება “ატლეტიკოსთან”

უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში ერთმანეთს “ატლეტიკო მადრიდი” და ლონდონის “ჩელსი” დაუპირისპირდნენ. პირველი შეხვედრა მადრიდში გაიმართა და “ჩელსის” გამარჯვებით 1:0 დასრულდა.

მატჩის პირველი ნახევარი უგოლოდ დასრულდა. შეხვედრის ერთადერთი გოლი კი 68-ე წუთზე გავიდა. იან ობლაკის კარი გამოცდილმა ფრანგმა თავდამსხმელმა, ოლივიე ჟირუმ აიღო. 34 წლის შემტევმა შესანიშნავი “მაკრატელა” გაიტანა. არბიტრები გოლის გაუქმებას აპირებდნენ, თუმცა ვიდეოგამეორების შედეგად გამოჩნდა, რომ ჟირუმ გოლი წესების დაცვით გაიტანა.

“ატლეტიკო” – “ჩელსის” პარალელურად გაიმართულ დაპირისპირებაში “ბაიერნმა” “ლაციო” სტუმრად 4:1 დაამარცხა. განმეორებითი მატჩები 18 მარტს შედგება.

გიორგი სანაძე

უახლესი

სხვა ამბები