მთავარიამბებითბილისის შემოსასვლელთან ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდული არ არის

თბილისის შემოსასვლელთან ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდული არ არის

თბილისის შემოსასვლელთან ტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდული არ არის, ამის შესახებ სპეციალურ განცხადებას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
“თბილისში შემოსვლასთან დაკავშირებით არანაირი შეზღუდვა არ არის დაწესებული.
საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისის შემოვლით (შემოსავლელ) საავტომობილო გზაზე, მოძრაობის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, რთული მეტეოროლოგიური პირობების, კერძოდ ლიპყინულის, ქარისა და შეზღუდული ხილვადობის გამო, მოძრაობა დაახოლებით 3 საათის განმავლობაში აკრძალული იყო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ამ ეტაპზე, აკრძალულია მხოლოდ მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
 თბილისის შემოვლითი გზა იწყება ზაჰესის ხიდიდან და უერთდება რუსთავი-წითელი ხიდის გზას. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული გზით უმეტესად ტრანზიტული ტრანსპორტი მოძრაობს”, – ნათქვამია განცხადებაში

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend