საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. შეხვედრაზე მხარეებმა მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებსა და არსებული ვითარებიდან გამოსავლის გზებზე ისაუბრეს. შეხვედრის მონაწილეებმა კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი პროცესების კონსტრუქციულ რეჟიმში გაგრძელების მნიშვნელობას.
დავით ზალკალიანი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა
