მთავარიამერიკააშშამერიკის შეერთებულ შტატებში პატივი მიაგეს კორონავირუსით გარდაცვლილთა ხსოვნას

ამერიკის შეერთებულ შტატებში პატივი მიაგეს კორონავირუსით გარდაცვლილთა ხსოვნას

ამერიკის შეერთებულ შტატებში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა ნახევარ მილიონს გადასცდა. ვაშინგტონის კათედრალში დაღუპულების პატივსაცემად ზარები დარეკეს და სანთლები დაანთეს. თეთრ სახლში გამართულ ცერემონიაზე კი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი სიტყვით გამოვიდა და კორონავირუსით გარდაცვლილების ხსოვნას პატივი მიაგო. სახელმწიფო შენობებზე 5 დღით დაეშვება დროშები.

ვაშინგტონის კათედრალში ზარის ხმა გაისმა იმ ნახევარი მილიონი ამერიკელის პატივსაცემად, რომლებიც კორონავირუსის შედეგად დაიღუპნენ. ამერიკის შეერთებულ შტატებში გარდაცვლილთა რაოდენობა კვლავ იზრდება.  ამ მხრივ, მსოფლიო მასშტაბით, აშშ-ში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. კორონავირუსით გარდაცვლილი 2.5 მილიონი ადამიანიდან 20% სწორედ შეერთებულ შტატებზე მოდის.

 
გარდაცვლილთა პატივსაცემად თეთრ სახლში გამართულ ცერემონიაზე პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა  ხელში სანთლითა და დუმილით პატივი მიაგო გარდაცვლილთა ხსოვნას.  მან ასევე გასცა ბრძანება, რომ მომდევნო 5 დღის განმავლობაში სახელმწიფო შენობებზე დროშები დაეშვას.

ჯო ბაიდენის განცხადებით, ამერიკამ სხვადასხვა თაობის უამრავი არაჩვეულებრივი ადამიანი დაკარგა და ისინი საზოგადოებამ არ უნდა დაივიწყოს. ჯო ბაიდენის თქმით, ამერიკა არ შეეგუება ასეთ სასტიკ ბედს. თითოეული სიცოცხლე ამერიკელებისთვის მხოლოდ სტატისტიკა ან ახალ ამბებში გასული მორიგი ინფორმაცია არ უნდა იყოს. ეს ყველაფერი გარდაცვლილთა და მათი შთამომავლების პატივსაცემად უნდა გააკეთონ.

სიკვდილიანობის მაჩვენებელი ნახევარმილიონიან ნიშნულზე ავიდა, გასულ კვირას ამინდიც გაუარესდა. ბევრი კლინიკა დაიხურა და შეაფერხა ვაქცინის მიწოდება. შესაბამისად, უამრავმა ადამიანმა ვაქცინის კუთვნილი დოზა ვერ მიიღო.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend