მთავარი draft geo ადამ კინზინგერი ნიკა მელიას დაკავებას ეხმაურება

ადამ კინზინგერი ნიკა მელიას დაკავებას ეხმაურება

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, ნიკა მელიას, დაკავებას ამერიკელი კონგრესმენი, ადამ კინზინგერი შემაშფოთებელს უწოდებს. კინზინგერი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, უარი თქვას დრამატულ მოქმედებებზე.

„ეს საქართველოს მთავრობის ძალიან შემაშფოთებელი ნაბიჯია. დაძაბული ვითარების გათვალისწინებით, მთავრობას მოვუწოდებ, თავი დაანებოს ამ დრამატულ მოქმედებას. ყველანი ვუყურებთ. პირდაპირ ეთერში ვუყურე ამ რეიდს. მე, როგორც საქართველოს ფრაქციის თანათავმჯდომარე, ძალიან შეშფოთებული ვარ. ახლახან შემოვიტანეთ საქართველოს მხარდაჭერის აქტი. ეს არ არის ის, რაც ავტომატურად ხდება”, – წერს კინზინგერი ქსელ „ტვიტერში“.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია სამართალდამცველებმა ცოტა ხნის წინ ოფისში დააკავეს.

 

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend