მთავარი ამბები ჯეიმს აპატურაი: მთავარი ოპოზიციური პარტიის ხელმძღვანელის დაკავება ღრმა შეშფოთებას იწვევს

ჯეიმს აპატურაი: მთავარი ოპოზიციური პარტიის ხელმძღვანელის დაკავება ღრმა შეშფოთებას იწვევს

ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი შეშფოთებულია საქართველოში მთავრი ოპოზიციური პარტიის ხელმძღვანელის ნიკა მელიას დაკავებით და იმედს გამოთქვამს, რომ საქართველო შეინარჩუნებს ევროატლანტიკურ დემოკრატიულ სტანდარტებს, რომელთა შესრულებასა და შენარჩუნებაზე ბევრი იშრომა.

„ყურადღებით ვაკვირდებით საქართველოში მიმდინარე მოვლენებს. მთავარი ოპოზიციური პარტიის ხელმძღვანელის დაკავება ღრმა შეშფოთებას იწვევს,“ – ამის შესახებ ჯეიმს აპატურაიმ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ დაწერა. „ნატო ელოდება, რომ საქართველო, როგორც ახლო პარტნიორი და ასპირანტი, შეინარჩუნებს ევროატლანტიკურ დემოკრატიულ სტანდარტებს, რომელთა შესრულებასა და შენარჩუნებაზე ასე ბევრი იშრომა. ეს მოიცავს პოლიტიკური უთანხმოებების მოგვარებას დიალოგის გზით და პოლარიზებული რიტორიკისა და ქმედებების თავიდან აცილებას“, –  ნათქვამია ჯეიმს აპატურაის განცხადებაში

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend