22 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, ბელარუსის პრეზიდენტს ალექსანდრ ლუკაშენკოს შეხვდება. ბელარუსში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ოპოზიცია ალექსანდრ ლუკაშენკოს არჩევნების გაყალბებასა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში სდებს ბრალს, რაც საერთაშორისო კრიტიკის საფუძველიც არაერთხელ გახდა. ორი ქვეყნის ლიდერის შეხვედრის ადგილი უცნობია, თუმცა როგორც რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსპიკერმა განაცხადა, პრეზიდენტები შეხვედრაზე ორმხრივი სტრატეგიული პარტნიორობისა და საერთო ალიანსის შექმნის საკითხებს განიხილავენ.