მთავარიმსოფლიოკორონავირუსი მსოფლიოში

კორონავირუსი მსოფლიოში

ღაზის სექტორი

ღაზაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა „სპუტნიკი“ არაბთა გაერთიანებული საამიროების საჩუქარია, რომელიც  ეგვიპტის გავლით ჩამოიტანეს. მემარჯვენე ჯგუფები კი ისრაელს მოუწოდებენ, რომ ხელი შეუწყოს ღაზის სექტორსა და  დასავლეთ ნაპირზე მცხოვრები პალესტინელების ვაქცინაციას.

აშშ

ინფექციით გარდაცვლილთა რაოდენობამ ნახევარ მილიონს გადააჭარბა. მიუხედავად იმისა, რომ ყველა შტატში ყოველდღიურად უფრო მეტი ამერიკელი იცრება, კორონავირუსი კვლავ სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს. ნახევარი მილიონი გარდაცვლილი კი იმაზე მეტია, ვიდრე იმ ამერიკელთა საერთო რაოდენობა, რომლებიც ორ მსოფლიო ომსა და ვიეტნამის ომში დაიღუპნენ.


რუსეთი

ქალაქ სანქტ-პეტერებურგში უსახლკაროები აცრეს. რუსეთის სიდიდით მეორე ქალაქში, სანქტ-პეტერბურგში, ათეულობით უსახლკარო „სპუტნიკის“ ვაქცინით აცრეს. უსახლკაროთა ვაქცინაცია საქველმოქმედო ორგანიზაციისა და ადგილობრივი მთავრობის ინიციატივით განხორციელდა.

ავსტრალია

ავსტრალიაში ვაქცინაციის პროცესი დღეიდან დაიწყება. პრემიერ-მინისტრმა სკოტ მორისონმა პირველმა გაიკეთა კორონავირუსის ვაქცინა. იგი თავისი საქციელით ცდილობს, მაგალითი მისცეს მოსახლეობას, რომ ყველამ მიიღოს მონაწილეობა ვაქცინაციის პროგრამაში. მორისონმა განაცხადა, რომ ვაქცინა უსაფრთხოა. მან ყურადღება მის მნიშვნელობაზეც გაამახვილა. ავსტრალიაში ვაქცინაციის პროგრამა დღეიდან დაიწყება. პრიორიტეტულ ჯგუფში მოხვდნენ წინა ხაზზე მომუშავე სამედიცინო მუშაკები, მოხუცთა თავშესაფარში მცხოვრებნი და მომსახურე პერსონალი, ასევე საზღვარზე და კარანტინის პირობებში მომუშავე ადამიანები.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend