მთავარიმსოფლიოახალ ზელანდიაში, ქალაქ კრაისტჩერჩში, მომხდარი მიწისძვრიდან 10 წელი გავიდა

ახალ ზელანდიაში, ქალაქ კრაისტჩერჩში, მომხდარი მიწისძვრიდან 10 წელი გავიდა

10 წლის წინ ახალ ზელანდიაში, ქალაქ კრაისტჩერჩში, 6.4 მაგნიტუდის მიწისძვრას 185 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაინგრა ათასობით შენობა-ნაგებობა. 10 წლის შემდეგ მიწისძვრის მემორიალურ კედელთან ასობით ადამიანი შეიკრიბა და  გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგო.


ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრმა, ჯასინდა არდერნმა, სიტყვით გამოსვლისას დაღუპულები და ის ადამიანები გაიხსენა, რომლებიც გადარჩენისთვის იბრძოდნენ. ჯასინდა არდერნმა იმ მძიმე შედეგზეც ისაუბრა, რომელიც მიწისძვრის გამო მთელი ქალაქისა და ადამიანების ცხოვრებაზე აისახა.

მიწისძვრის შედეგად კრაისტჩერჩში ათასობით შენობა და სახლი დაინგრა. მთავრობა იძულებული იყო რეკონსტრუქცია დაეწყო, რომელიც 10 წლის შემდეგაც გრძელდება. მიწისძვრის შემდეგ კრაისტჩერჩი ბევრმა ადამიანმა დატოვა. მხოლოდ 2017 წელს, მიწისძვრიდან 6 წლის შემდეგ, დაიწყო ხალხმა ქალაქში დაბრუნება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend