მთავარიCOVID-19ისრაელში კორონავირუსით გამოწვეული შეზღუდვები იხსნება

ისრაელში კორონავირუსით გამოწვეული შეზღუდვები იხსნება

თითქმის ორთვიანი ლოქდაუნის შემდეგ ისრაელმა შეზღუდვების მოხსნა ნელ-ნელა დაიწყო. ქვეყანაში გუშინ სავაჭრო ცენტრები, სავარჯიშო დარბაზები, მაღაზიები და აუზები გაიხსნა. თუმცა ამ დაწესებულებათა ნაწილი მხოლოდ მათთვისაა ღია, ვინც ვაქცინის მეორე დოზა სულ მცირე ერთი კვირის წინ გაიკეთა. ისრაელი გეგმავს, რომ საგანმანათლებლო სისტემაც მარტის ბოლოსთვის ჩვეულ რიტმს დაუბრუნდეს.


პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ შაბათ საღამოს სავარჯიშო დარბაზში მივიდა, სპორტული ცენტრი თელავივთან ახლოს მდებარეობს. მან მოუწოდა აცრილ მოსახლეობას, დაუბრუნდეს ცხოვრების ჩვეულ რიტმს.

თითქმის სამმა მილიონმა ადამიანმა, ანუ ისრაელის მოსახლეობის თითქმის მესამედმა, მიიღო „ფაიზერ-ბიონტექის“ ვაქცინის ორი რეკომენდებული დოზა. ასეთი ტემპი ჯერჯერობით მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში არ დაფიქსირებულა.

ისრაელმა კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა საგანმანათლებლო სისტემაში შეზღუდვების მოხსნის მხრივ. იმ ქალაქებში, სადაც ინფიცირების დაბალი მაჩვენებელია, მე-5 და მე-6 კლასელები  სკოლებს დაუბრუნდებიან.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend