მთავარიამბებიპანდემიის პერიოდში უმუშევრობის დონე გაიზარდა

პანდემიის პერიოდში უმუშევრობის დონე გაიზარდა

2020 წლის ბოლო სამ თვეში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3.8 %-ით გაიზარდა და 20.4 % შეადგინა. საქსტატმა ეს მონაცემები დღეს, 19 თებერვალს, გამოაქვეყნა. 2020 წლის მე-4 კვარტალში ქვეყანაში სამუშაო ძალამ შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობის 50% შეადგინა, ხოლო დაქირავებულ თანამშრომელთა  წილი დასაქმებულთა საერთო როდენობის 67.3%-ს შეადგენდა, რაც 1.7%-ით ნაკლებია წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend