მთავარიმსოფლიოგაერთიანებული ერების ახალი ანგარიში გარემოს დაცვაზე

გაერთიანებული ერების ახალი ანგარიში გარემოს დაცვაზე

„დავამყაროთ მშვიდობა ბუნებასთან“ ასე ჰქვია გაერთიანებული ერების ახალ ანგარიშს, რომელიც გარემოს დაცვის საკითხებს უკავშირდება. 2021 წლის ანგარიში იმით გამოირჩევა, რომ მასში ასევე შეტანილია  სამოქმედო გეგმა ქვეყნებისთვის, კერძოდ რისი შეცვლა სჭირდებათ მათ იმისთვის, რომ  უკეთეს გარემოში იცხოვრონ. გაეროს გენერალური მდივნის ანტონიო გუტიერესის თქმით, ეს ცვლილებების წელი უნდა იყოს.

ადამიანები დედამიწას სულ უფრო მეტად უქმნიან საფრთხეს და პლანეტაც უფრო მეტად ხდება საცხოვრებლად უვარგისი კლიმატის ცვლილების, ბიომრავლაფეროვნების კლებისა და დაბინძურების გამო. „მსოფლიომ მნიშვნელოვანი ცვლილებები უნდა შეიტანოს საზოგადოებაში, ეკონომიკასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში“, – ნათქვამია გაეროს ახალ ანგარიშში.

გაეროს წინა ანგარიშებისგან განსხვავებით, რომლებიც მხოლოდ ერთ საკითხს ეხებოდა და ლიდერების სამოქმედო გეგმაზე არ იყო საუბარი, ხუთშაბათის მოხსენება აერთიანებს გარემოსთან დაკავშირებულ რამდენიმე საკითხს. ეს ერთგვარი მიმართვაცაა მსოფლიოს მოსახლეობისადმი, თუ რა უნდა შეიცვალოს. ის მოიცავს ისეთ ცვლილებებსაც, როგორებიცაა გადასახადები, მოსახლეობის გადაადგილების წესი, თევზაობა და მეურნეობა, ასევე იმასაც, თუ რითი იკვებებიან ისინი, როგორ აფასებენ ქვეყნები ეკონომიკურ შედეგებს, როგორ გამოიმუშავებენ ენერგიას.

2021 წელია,  თუმცა ჯერ კიდევ არ არის გვიანი. ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ შევძლებთ შევქმნათ პირობები და გადავდგათ ნაბიჯები, რათა მომავალი ათწლეულის განმავლობაში მკვეთრად შევამციროთ ჰორიზონტზე გამოსხივების დონე, რომ მივაღწიოთ 1.5-გრადუსიან ნიშნულს.  ეს ის წელია, როდესაც ჩვენ უნდა შევქმნათ ახალი ბიომრავალფეროვნების ჩარჩო  და მოვაწყოთ მრავალი მნიშვნელოვანი ღონისძიება დაბინძურების შესამცირებლად. ვგულისხმობ, რომ ეს გადამწყვეტი წელია, ან უნდა ვიმოქმედოთ, ან უნდა დავმარცხდეთ. – ამბობს გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერესი

ამრიგად, 168-გვერდიანი მოხსენების სათაურია: „დავამყაროთ მშვიდობა ბუნებასთან“

”ჩვენი შვილები და მათი შვილები მემკვიდრეობით მიიღებენ იმ სამყაროს, რომელშიც ხშირად შეიცვლება ამინდი, აიწევს ზღვის დონე, მცენარეთა, ცხოველთა სიკვდილიანობა, საკვებისა, წყლის დაუცველობა და მომავალი პანდემიების ალბათობა გაიზრდება”, – თქვა ანგარიშის ავტორმა სერ რობერტ უოტსონმა, რომელიც თავმჯდომარეობდა გაეროს სამეცნიერო მოხსენებებს კლიმატის ცვლილებისა და ბიომრავალფეროვნების დაკარგვის შესახებ.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend