„პანდემიასთან ბრძოლა, დიდ სირთულესთან ერთად, ძალიან საინტერესოა“, – ამბობს 34 წლის ექთანი მაკა ქოქიაშვილი, რომელიც კოვიდ-19-თან ბრძოლაში 2 თვის წინ ჩაერთო და ყოველდღიურად ადამიანებს კორონავირუსის გამოსავლენ ტესტს უკეთებს. სწრაფი ტესტის ჩატარების შემთხვევაში პაციენტებისთვის პასუხის თქმაც სწორედ მას ევალება.
“ყოველთვის ვაფრთხილებ პაციენტს, რომ კორონავირუსზე ტესტის ჩატარება უსიამოვნოა, თუმცა არა მტკივნეული. ძალიან მიმძიმს, როცა პაციენტს ვეუბნები, რომ კოვიდდადებითია. ძალიან ნერვიულობენ, თუმცა უკვე შეგუებულებიც კი არიან, რადგან მათ უმრავლესობას ამ დროს სიმპტომები უკვე გამოვლენილი აქვს.
დღის განმავლობაში საკმაოდ დატვირთული ვარ, ბევრი პაციენტი მოდის. თითქმის ყოველი დღე ერთნაირია და ერთმანეთს ჰგავს. მსოფლიოში ყველას ცხოვრება შეიცვლა, მათ შორის ჩემიც. არ მრჩება დრო ოჯახთან გასატარებლად. მეგობრების წრე კი, ბევრის მსგავსად, მეც დავივიწყე“, – ამბობს მაკა ქოქიაშვილი, ექთანი.
ანანო ღუდუშაური