მთავარიევროპაავსტრიაკორონავირუსის გადატანის შემდეგ ორგანიზმი ვირუსის მიმართ იმუნიტეტს დიდი ხნით ინარჩუნებს

კორონავირუსის გადატანის შემდეგ ორგანიზმი ვირუსის მიმართ იმუნიტეტს დიდი ხნით ინარჩუნებს

ინსბრუკის უნივერსიტეტში ჩატარებული კვლევის თანახმად, კორონავირუსის გადატანის შემდეგ ორგანიზმი ვირუსის მიმართ იმუნიტეტს იმაზე დიდხანს ინარჩუნებს, ვიდრე ამას თავდაპირველად ვარაუდობდნენ.

ავსტრიის სამთო-სათხილამურო კურორტი იშგლი გასულ წელს  კორონავირუსის გავრცელების ეპიცენტრი გახდა. მოსახლეობას ანტისხეულებზე ტესტი აპრილში გაუკეთდა. განმეორებითი ტესტირება კი მათ ცოტა ხნის წინ ჩაიტარეს. კვლევის მიხედვით, კორონავირუსგადატანილთა 90 პროცენტს ანტისხეულები კვლავ აღმოაჩნდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ვირუსის მიმართ იმუნიტეტი ამ დრომდე შენარჩუნებული აქვთ.


იმუნიტეტის მკვლევარ ვეგენ ბორენას თქმით, მათ ანტისხეულებზე ტესტირებისთვის სხვადასხვა მეთოდი გამოიყენეს, რომ სწორი შედეგები მიეღოთ.

„იმათგან, ვინც პირველ ტესტირებაში მონაწილეობდა, 90%-ს კვლავ აქვს ანტისხეულები. ხოლო იმ ადამიანებიდან, რომლებშიც უჯრედულ იმუნიტეტს ვიკვლევდით, 70 პროცენტს აღმოაჩნდა ეს იმუნიტეტი“, – ამბობს ვეგენ ბონერა.

კვლევის მიხედვით, კოლექტიური იმუნიტეტის გამოსამუშავებლად ბევრად უფრო ნაკლები ადამიანის დაინფიცირებაა საჭირო, ვიდრე თავიდან ვარაუდობდნენ. ეს კი, თავის მხრივ, ევროპაში ვაქცინაციის პროცესს ხელს შეუწყობს.

ინსბრუკის სამედიცინო უნივერსიტეტის ვირუსოლოგიის ინსტიტუტის დირექტორ დოროთე ფონ ლაერს მიაჩნია, რომ სოციალური დისტანციიის დაცვით, უსაფრთხოების ზომებითა და ვაქცინაცით შესაძლებელი იქნება, რომ ადამიანები შედარებით ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდნენ და რომ იშგლის შემთხვევა მომავალში მაგალითად ყველასთვის მაგალითი იქნება.

ევროკავშირში ვაქცინაციის ნელი პროცესისა და დიდი წინააღმდეგობის გამო ბევრი ფიქრობდა, რომ მოსახლეობის ვირუსისგან დაცვას დიდი ხანი დასჭირდებოდა, თუმცა იშგლში ჩატარებული კვლევები იმედს იძლევა, რომ შედეგს  მოკლე ვადაში მიაღწევენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend