ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ბელარუსის წინააღდეგ სანქციები გააფართოვა. ამის შესახებ განცხადება აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა გაავრცელა. განცხადების მიხედვით აშშ-მ სავიზო შეზღუდვები ბელარუსის 43 მოქალაქეს, რომლებიც პასუხისმგებლები არიან ბელარუსში ანტიდემოკრატიულ პროცესებზე.
„ჩვენ ბელარუსის მამაცი ხალხის გვერდით ვდგავართ და მხარს ვუჭერთ მათ უფლებას, ჰქონდეთ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები“, – ნათქვამია აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
სანქციები დაეკისრათ ასევე იუსტიციის სამინისტროს მაღალჩინოსნებს, სამართალდამცავი ორგანოების ხელმძღვანელებს, რიგითი თანამშრომლებს, რომლებიც აკავებდნენ და ძალადობდნენ მშვიდობიან დემონსტრანტებზე, ასევე მოსამართლეებს, პროკურორებს და განათლების სფეროს წარმომადგენლებს, რომლებიც მშვიდობიან დემონსტრაციებში მონაწილეობისთვის სტუდენტებს ემუქრებოდნენ.