მთავარიdraft geoსედლეცის აკლდამის რეაბილიტაცია ჯერჯერობით შეუძებელია

სედლეცის აკლდამის რეაბილიტაცია ჯერჯერობით შეუძებელია

ჩეხეთში, ქალაქ კუტნა-ჰორას ეკლესიის უნიკალურ სედლეცის აკლდამას, სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის საჭირო ფინანსები არ არსებობს. სედლეცის აკლდამის დეკორაცია შუა საუკუნეებში შავი ჭირით გარდაცვლილთა ძვლებითა და თავის ქალებითაა შექმნილი. საუკუნეების წინ პანდემიის დროს შექმნილმა აკლდამამ დღეს ახალი მსოფლიო პანდემიის გამო  ასი ათასობით ტურისტი დაკარგა.

სედლეცის ადამიანის ძვლებით გაფორმებული აკლდამა მსოფლიოში უნიკალურია

აკლდამის დეკორაცია დაახლოებით 60 000 ადამიანის ნაშთისგანაა შექმნილი. ამ ადამიანთა უმეტესობა შავ ჭირს ემსხვერპლა.

ლეგენდის მიხედვით, ნახევრად ბრმა ბერმა ძვლები ოთხ დიდ პირამიდად ააწყო, რის შემდეგაც მას მხედველობა დაუბრუნდა.

შემდეგ, 1870 წელს, ფრანტიშეკ რინტმა ამ აკლდამას ეკლესიის სახე მისცა.

აკლდამის აგების მიზანი ხალხის შეშინება არასდროს ყოფილა. მის შემქმნელს სურდა, ხალხისთვის შეეხსენებინა, რომ ადამიანის ცხოვრება არ არის უსასრულო და რომ სიკვდილი გარდაუვალია.

ექვსი წლის წინ ტაძარს სრული რეაბილიტაცია მას შემდეგ ჩაუტარდა, რაც პირამიდაში ჩატანებულმა ძვლებმა დაშლა დაიწყო.

პეტრ ჩიჩვარეკი, რომელიც სედლეცის აკლდამის რეკონსტრუქციაზე მუშაობს, სარეაბილიტაციო სამუშაოებს აღწერს:

”ახლა ჩვენ პირამიდის ხის კონსტრუქცია უნდა ავაშენოთ. შემდეგ იატაკს ძვლის ნაშთებისგან გავასუფთავებთ.”

აკლდამა პოპულარული იყო ტურისტებისთვის. მას ყოველწლიურად ნახევარი მილიონი დამთვალიერებელი ჰყავდა. თუმცა ახლა კორონოვარუსმა ტურისტების ნაკადის შეჩერებასთან ერთად მისი რეკონსტრუქციისთვის საჭირო ფინანსებიც შეამცირა.

სედლეცის ეკლესიის წარმომადგენელი რადკა კრეიჩი კი კორონავირუსით გამოწვეულ ფინანსურ პრობლემებზე საუბრობს.

„ფინანსები ძალიან მალე ამოიწურა. ჩვენ ევროკავშირშიც ვეძებთ გზებს, რომ თანხა მოვიპოვოთ, მიუხედავად იმისა, რომ თავიდან არ გვინდოდა ფინანსური დახმარება ან გრანტი მიგვეღო.“

ტაძრის რეაბილიტაციის დასასრულებლად საჭიროა დარჩენილი სამი პირამიდის გაწმენდა, ძვლებისა და თავის ქალების კონსერვაცია და მათი უკან ისე დალაგება, რომ წლებს გაუძლოს.

ახლა მთავარი მიზანი სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებისთვის საჭირო თანხების მოძიებაა, რომ იშვიათი სახის აკლდამამ თავისი სახე შეინარჩუნოს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend