მთავარისაქართველოსაქართველოს მთავრობას უფლებამოსილება შეუწყდა და დროებით მოვალეობის შესრულების რეჟიმში გადავიდა

საქართველოს მთავრობას უფლებამოსილება შეუწყდა და დროებით მოვალეობის შესრულების რეჟიმში გადავიდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ 18 თებერვალს  თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა. საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, ქვეყნის პრემიერს გადადგომისთანავე უფლებამოსილება უწყდება. შესაბამისად, გადამდგარია მინისტრთა კაბინეტიც.

გადადგომის მიზეზად უკვე ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა საკუთარ გუნდთან შეუთანხმებლობა დაასახელა საქალაქო სასამართლოს 17 თებერვალს მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.

სასამრთლოს  გადაწყვეტილების საფუძველზე პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიას პატიმრობა შეეფარდა.

როგორც გახარიამ განმარტა, მას გაუმართლებლად მიაჩნია ნიკა მელია დაპატიმრება იმ პირობებში, როდესაც არსებობს პოლიტიკური ესკალაციის საფრთხე.

პრემიერ-მინისტრს გადადგომისთანავე უფლებამოსილება უწყდება. გადამდგარია მთავრობაც, რომელიც მოვალეობის შესრულებას ახალი პრემიერ-მინისტრის დანიშვნამდე განაგრძობს.

პარლამენტს  ორკვირიანი ვადა აქვს, რომ ნდობა ახალ პრემიერ- მინისტრს და მის მიერ შეთავაზებულ კაბინეტს გამოუცხადოს. ნდობის მისაღებად საჭიროა პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა.

თუ პარლამენტმა მთავრობას დადგენილ ვადაში ნდობა არ გამოუცხადა, პრეზიდენტი დაითხოვს პარლამენტს და დანიშნავს პარლამენტის რიგგარეშე არჩევნებს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend