მთავარი საქართველო მმართველი გუნდის შეფასება და გეგმები

მმართველი გუნდის შეფასება და გეგმები

მთავრობის მეთაურის და პარტია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის თანამდებობიდან წასვლის შემდეგ, მმართველ გუნდს საზოგადოებისათვის განმარტებების გაკეთება მოუწია. გიორგი გახარიას მთავრობიდან წასვლის შესახებ, ინფორმაცია აქამდეც ვრცელდებოდა, თუმცა მმართველი გუნდი მტკიცედ აცხადებდა, რომ გახარია პარტიისთვის გამორჩეული ლიდერია და მას არაფერი ემუქრება. ამის მიუხედავად, გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა. მოულოდნელი და არაარგუმენტირებული – ასე აფასებენ მმართველი გუნდის წევრები, უკვე ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას გადაწყვეტილებას, პარტია „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა შეფასებები და სამომავლო სამოქმედო გეგმის შესახებ განცხადებები,  პარლამენტში გააკეთეს.

 
„მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე, პრემიერის ეს გადაწყვეტილება ნამდვილად მოულოდნელი და ალოგიკური იყო ჩვენთვის, ყველასთვის. ამის მიუხედავად, მმართველი გუნდი რა თქმა უნდა აგრძელებს საქმიანობას. ჩვენ ვართ პასუხისმგებლიანი გუნდი და პარლამენტში გვყავს უმრავლესობა, რომელიც ახალ მთავრობას მალე დააკომპლექტებს, ახალ პრემიერ-მინისტრთან ერთად“, – განაცხადა მმართველი პარტიის დეპუტატმა გივი მიქანაძემ.

გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან წასვლას, ლოგიკურ ნაბიჯს უწოდებს საპარლამენტო ოპოზიცია. პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა თქვა, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი არსებულ პოლიტიკურ ვითარებას განერიდა და ამით თავი გადაირჩინა.

“მისი გადაწყვეტილება აბსოლუტურად სწორი იყო. ქვეყანა არ უნდა შევიდეს სამოქალაქო დაპირისპირებაში და არ უნდა მოხდეს პროცესების ესკალაცია. ვინც ამ ყველაფრისთვის მზაობას გამოთქვამს და ნაბიჯს გადადგამს, მე მხოლოდ მივესალმები. გახარიას ეს ნაბიჯი იყო სწორი!“, – აცხადებს ელისაშვილი.

მმართველი გუნდის განცხადებით, ისინი არსებულ გამოწვევას იღებენ და სირთულეებს მტკიცე შემართებით გაუმკლავდებიან. ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელიას, ახლო მომავალში დაიჭერენ და მთავრობის ფორმირებას დაიწყებენ. პარტია „ქართული ოცნების“ ბოლო გადაწყვეტილებით, ახალ მთავრობას უკვე ყოფილი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჩამოაყალიბებს.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend