მთავარიმსოფლიოდუბაის მმართველს ქალიშვილი მძევლად აყვანაში ადანაშაულებს

დუბაის მმართველს ქალიშვილი მძევლად აყვანაში ადანაშაულებს

გაეროს წარმომადგენლები დუბაის მმართველის ქალიშვილის შესაძლო დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ. მათი თქმით ამ საკითხს გაეროს წარმომადგენლები არაბეთის გაერთიანებული საამიროების დელეგაციასთან შეხვედრის დროს განიხილავენ. საქმე ეხება რამდენიმე დღის წინ გავრცელებულ ვიდეოს, სადაც დუბაის პრინცესა მამას მძევლად აყვანაში ადანაშაულებს.

,,მე ვარ ვილაში გამოკეტილი, ფაქტობრივად, მძევალი ვარ, ეს ვილა ციხედ გადააკეთეს. ყველა ფანჯარა დახშულია და არ შემიძლია რომელიმეს გაღება. ვილის გარეთ მორიგეობს 5 პოლიციელი, შიგნით კი 2 პოლიციელი ქალია. გარეთ, სუფთა ჰაერზე გასვლაც კი არ შემიძლია’’, – აცხადებს პრინცესა ლატიფა ბინ მოჰამედ ალ მაკტოუმი.

 
დუბაის სამეფო სასამართლოს განცხადებით, ლატიფა უსაფრთხო გარემოშია თავისი საყვარელი ოჯახის მზრუნველობის ქვეშ.

პრინცესას მამა შეიხი მოჰამედ ბინ რაშიდ ალ მაკტოუმი ერთ-ერთი უმდიდრესი მმართველია მსოფლიოში. მას ახლო ურთიერთობები აქვს დასავლეთის ბევრ ქვეყანასთან, მათ შორის დიდ ბრიტანეთთანაც.

გაეროს წარმომადგენელთა განცხადებით, ისინი მალე დასვამენ პრინცესას საკითხს არაბთა გაერთიანებული საამიროების დელეგაციასთან შეხვედრის დროს. დუბაის მმართველის განცხადებით იგი ყოველთვის ქალიშვილის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს.

დუბაის მმართველი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაცის ლატიფას მძევლად აყვანის შესახებ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend