მთავარიმსოფლიოროვერი ,,შეუპოვრობა" წითელ პლანეტაზე ხუთშაბათს დაეშვება

როვერი ,,შეუპოვრობა” წითელ პლანეტაზე ხუთშაბათს დაეშვება

NASA- ს 2021-ის მისია მარსზე გამორჩეულია. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც როვერის მისიაა წითელ პლანეტაზე – ჯეზეროს კრატერში ეძებოს  სიცოცხლის ნიშნები. როვერი აღჭურვილია 23 კამერით, ზოგიერთი მათგანი პლანეტაზე დაშვების დროსაც იქნება ჩართული. კამერებს მაღალი ხარისხის ფოტო და ვიდეომასალის გადაღება შეუძლიათ. კრატერის სახელწოდების მქონე სოფელ ჯეზეროში მცხოვრები ბოსნიელები როვერის მარსზე  დაშვებას სიმბოლურ მნიშვნელობას ანიჭებენ და იმედოვნებენ, რომ  წარმატებული მისია მათთვისაც იღბლის მომტანი აღმოჩნდება.

NASA-მ როვერის დასმის 9 მცდელობიდან 8 წარმატებულად განახორციელა, ამ მხრივ, ამერიკის შეერთებული შტატები ყველაზე წარმატებული ქვეყანაა მსოფლიოში. ამჯერად როვერი ,,შეუპოვრობა’’ აღჭურვილია პლანეტის ზედაპირზე დასმის უახლესი ტექნოლოგიებით. NASA-ს წარმომადგენელთა განცხადებით, როვერი მარსის ზედაპირზე მდებარე სამიზნე წერტილისკენ ხუთშაბათს გაემართება. ზედაპირზე დასმისას როვერის ავტოპილოტი გამოუშვებს დიდი ზომის პარაშუტს, ხოლო როვერის სკანირების სისტემა მისცემს მას საშუალებას, გაემართოს უძველესი მდინარე დელტის ბოლოში მდებარე ტერიტორიისკენ.

სავარაუდოდ, 2026 წლისათვის ამ მასალას სხვა როვერი შეაგროვებს.  საბოლოოდ ეს გეოლოგიური საგანძური დედამიწაზე 2030-იან წლებში დაბრუნდება. მეცნიერების აზრით, ეს არის ერთადერთი საშუალება იმის გასაგებად, არსებობდა თუ არა ოდესმე სიცოცხლე პლანეტა მარსზე, რომელიც 3-4 მილიარდი წლის წინ ნესტიან, წყლიან პლანეტას წარმოადგენდა.

სოფელ ჯეზეროში ახლა სადღესასწაულო განწყობა სუფევს. სოფელში არსებული მრავალწლიანი გაჭირვებისა და სიღარიბის შემდეგ ადგილობრივებს იმედი გაუჩნდათ, რომ ნასას ეს ინიციატივა დადებითად იმოქმედებს სოფელზე და აქ სხვადასხვა კარგ პროექტს ჩაეყრება საფუძველი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend