მთავარიევროპაუნგრეთიევროკავშირის დაფინანსებით უნგრეთში მდინარე დუნაიზე გამტარუნარიანობის გაზრდის მიზნით სამუშაოები ჩატარდება

ევროკავშირის დაფინანსებით უნგრეთში მდინარე დუნაიზე გამტარუნარიანობის გაზრდის მიზნით სამუშაოები ჩატარდება

უნგრეთში მდინარე დუნაიზე უკანასკნელი წლების განმავლობაში წყლის დონის დაწევის გამო სატვირთო გემებს ტვირთების განახევრებული რაოდენობის გადატანა შეუძლიათ, რაც მნიშვნელოვნად აზარალებს კომპანიებსა და საერთშორისო ვაჭრობას.

ახლა ევროკავშირის დაფინანსებით, მდინარეზე გამტარუნარიანობის გაზრდის მიზნით სამუშაოები ჩატარდება. უკვე ცნობილია, რომ პროექტს უარყოფითი გავლენა ექნება ეკოსისტემაზე, თუმცა ვითარებიდან  სხვა გამოსავალი არ არსებობს.

უნგრეთში, სობთან ახლოს, მდინარე დუნაიზე ჩასატარებელ სამუშაოებზე 18 მილიონ ევროზე მეტი დაიხარჯება, რომ წელიწადში მინიმუმ 300 დღე დიდმა სატვირთო გემებმა შეძლონ მდინარეზე გასვლა. სამუშაო ხარჯის 80%-ს ევროკავშირი დაფარავს. თუმცა ჩასატარებელ სამუშაოებს უარყოფითი გავლენა ექნება მდინარის ეკოსისტემაზე, ეს ევროკავშირის გარემოს დაცვის წესებსაც ეწინააღმდეგება, მაგრამ უნგრეთი უკვე 20 წელია, ევროკავშირთან ნაკისრ ვალდებულებებს არ ასრულებს. ბოტონდ სალმა გადამზიდი კომპანია „PLIMSOLL”-ის დირექტორია. იგი აცხადებს, რომ უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში წყლის დონემ მნიშვნელოვნად დაიწია,  ამიტომ ცვლილებებია საჭირო. ბოტონდ სალმამ ასევე აღნიშნა, რომ არ იციან, 365 დღიდან 150 როგორი იქნება. თუ აქამდე გემს 1800 ტონა ტვირთის გადაზიდვა შეეძლო, ახლა ეს 800 ტონამდეა შეზღუდული, რაც მნიშვნელოვნად აზარალებს გადამზიდ კომპანიებსა და საერთაშორისო ვაჭრობას.

 

მკვლევრები გარემოსდაცვითი ორგანიზაციებიდან  ახლახან გაეცნენ ჩასატარებელი სამუშაოების გეგმას. მათი განცხადებით, სამუშაოები მოიცავს უნიკალური მდინარისპირა ტყეების გაჩეხვას, ხოლო მდინარეზე მოძრაობის გაზრდა კი უარყოფითად აისახება თევზის გამრავლებაზე. განადგურდება ცხოველთა პოპულაციაც. თუმცა იმასაც ხვდებიან, რომ უნგრეთში სხვა გამოსავალი არ არსებობს.

ბუნების მსოფლიო ფონდის წარმომადგენელი უნგრეთში ანდრეა სამუ აცხადებს, რომ დაგეგმარების პროცესში ნამდვილად იყო მცდელობა, რომ გარემოსდაცვითი ფაქტორები გაეთვალისწინებინათ, თუმცა იგი აღნიშნავს, რომ ჩასატარებელი სამუშაოების გეგმა ევროკავშირის ბუნების დაცვის წესებს ბოლომდე არ შეესაბამება.

როდესაც წყალზე გადაზიდვა უფრო იაფია და ნაკლებად აბინძურებს გარემოს, ვიდრე სახმელეთო გადაზიდვა, მატარებლებთან შედარებით ეს უპირატესობა ნაკლებად აშკარაა. კრიტიკოსები აცხადებენ, რომ უკეთეს შემთხვევაში, დუნაი გახდება გზა ნედლი მასალების გადასატანად რუმინეთიდან გერმანიაში.

უნგრეთში კომუნიზმის დასასრულს მდინარე დუნაისთან დაკავშირებულ რეგულაციებზე უარის თქმა სიმბოლური ნაბიჯი იყო. დღეს კი მდინარეზე ჩასატარებელი სამუშაოები გაეროსა და ევროკავშირის ვალდებულებების ნაწილია. ხელისუფლება ამჯერად ძალიან ფრთხილად მოქმედებს, მიუხედავად იმისა, ის ცნობილია პროექტების აქტიური შესრულებით.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend