უკვე რამდენიმე დღეა, ესპანეთის რამდენიმე ქალაქში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს რეპერის დაკავების გამო. მუსიკოსს ცხრათვიანი პატიმრობა მონარქიის დაცინვისა და ტერორიზმის განდიდებისათვის ემუქრება. მისი მხარდამჭერების აზრით, რეპერის დაკავებით სიტყვის თავისუფლება იზღუდება.
ესპანეთის რამდენიმე ქალაქში რეპის შემსრულებლის დაკავებას საპროტესტო აქციები მოჰყვა. ბარსელონაში რამდენიმე ათასმა დემონსტრანტმა ნაგვის ურნებს ცეცხლი წაუკიდა და პოლიციას ქვები დაუშინა.
პაბლო ჰასელს ცხრათვიანი პატიმრობა ტერორიზმის განდიდებისა და მონარქიის ქილიკისათვის ემუქრება. ჰასელს მიაჩნია, რომ იგი სიტყვის თავისუფლებისათვის იბრძვის.
პოლიციასა და ჰასელს შორის 24-საათიანი დაპირისპირება მას შემდეგ დასრულდა, რაც სპეცრაზმის თანამშრომლებმა მუსიკოსი დააპატიმრეს.
ამავდროულად, ესპანეთის მთავრობა აცხადებს, რომ იგი გეგმავს, აზრის გამოხატვის თავისუფლებას დაპატიმრება აღარ მოჰყვეს.
“ჩვენ ვფიქრობთ, რომ ის საკითხები, რომლებიც სიტყვის თავისუფლებას ეხება, არ წარმოადგენს საფრთხეს ხალხისათვის. სწორედ ამიტომ ვფიქრობთ, რომ სახელმწიფოს მხრიდან სანქცია არ უნდა იყოს თავისუფლების აღკვეთა. ჩემი აზრით, დემოკრატიული სახელმწიფოში ამ მიზეზით დაპატიმრება არ არის მისაღები“, – განაცხადა ესპანეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილე კარმენ კალვომ.
ჰასელს ბრალი სუმ მცირე ოთხჯერ ჰქონდა წარდგენილი იმისათვის, რომ იგი აქებდა შეიარაღებულ ექსტრემისტ დაჯგუფებებს. მიუხედავად ამისა, ესპანეთში ბევრმა მუსიკოსმა და ხელოვანმა მას მხარი დაუჭირა. მათ ესპანეთის ე.წ.“გაგის“ კანონის შეცვლა სურთ.