ინტენსიური თოვის, დაბალი ტემპერატურისა და ყინულის გამო, საავტომობილო გზებზე ცვლილებებია. გზების დეპარტემენტის ინფორმაციით, შიდასახელწმიფოებირვი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის 40 კილომეტრიან მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ხოლო სხვა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დაშვებულია. საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისის შემოსავლელ საავტომობილო გზაზე კი ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
შეზღუდვები გზებზე
