მთავარიმსოფლიო15 წლის შემდეგ ლიბიის ერთ-ერთ რეგიონში თოვლი მოვიდა

15 წლის შემდეგ ლიბიის ერთ-ერთ რეგიონში თოვლი მოვიდა

15 წლის შემდეგ ლიბიის ერთ-ერთ რეგიონში თოვლი მოვიდა. თოვლიანმა ამინდმა არამარტო ბავშვები გაახარა, განწყობა უფროსებსაც აუმაღლა. ადგილობრივ მცხოვრებთა თქმით, მხიარულება, რომელიც თოვლს მოაქვს, მათ ყველანაირ პრობლემას ავიწყებს.

ამ კვირაში ლიბიის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე მწვანე მთა თეთრად დაიფარა.

ძლიერი ქარი ორშაბათს ამოვარდა და, სავარაუდოდ, კიდევ ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება.

სიდი მოჰამედ ალ-ჰამრის რაიონში ხალხი  თბილ ტანსაცმელში გამოეწყო და საგუნდაოდ, თოვლის კაცების გასაკეთებლად და ზამთრის პეიზაჟის სანახავად გავიდა გარეთ.

ადგილობრივ მოსახლე მუჰამედ სალეჰს იმედი აქვს, რომ უჩვეულო ამინდი დიდხანს გაგრძელდება

“იმედი მაქვს, რომ თოვლი ჩვენი სამშობლოს გაერთიანების, სიყვარულის ხალხის ერთმანეთთან დაბრუნების სიმბოლო იქნება. როგორც ახლა ვხედავთ, ყველანი ერთად არიან: ბავშვები და უფროსებიც.  აქ, ალ-ჰამრის რაიონში, ისინი თოვლის გამო მოვიდნენ. ”,- ამბობს ადგილობრივი მცხოვრები მუჰამედ სალეჰი

„მე ფოტოგრაფი ვარ და აქ ფოტოების გადასაღებად ჩამოვედი.  სიმართლე გითხრათ, გამაკვირვა ოჯახების რაოდენობამ, ისინი აქ თოვლში სურათების გადასაღებად მოვიდნენ”,- ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე

ლიბიის ეროვნული მეტეოროლოგიური ცენტრის მონაცემებით, ორშაბათს ტემპერატურა ნულს ჩამოსცდა. უჩვეულო ამინდი ლიბიაში კიდევ რამდენიმე დღე გაგრძელდება.

 

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend