17 თებერვალს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს პარლამენტში ელოდებიან. მაია ცქიტიშვილს საკანონმდებლო ორგანოში ,,მინისტრის საათის“ ფორმატში მოუსმენენ. ის დეპუტატებს გასული წლის მუშაობის შესახებ ანგარიშს ჩააბარებს. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელსაც ინფრასტრუქტურის მინისტრი განიხილავს, ბიუჯეტის დაკავშირებულ ღონისძიებებსა და სამუშაოებს უკავშირდება. მოხსენების შემდეგ მაია ცქიტიშვილი საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლების კითხვებს უპასუხებს. მარტის დასაწყისში ,,მინისტრის საათის“ ფორმატში კანონმდებლების წინაშე შინაგან საქმეთა მინისტრი წარდგება.