ვაშინგტონში, კაპიტოლიუმზე, შტურმს დამოუკიდებელი კომისია გამოიძიებს. ამის შესახებ განცხადება შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა ნენსი პელოსიმ გააკეთა. მისი თქმით, კონგრესში დამოუკიდებელ საგამოძიებო კომისია შეიქმნება, რომელიც ტრამპის მხარდამჭერების მიერ კაპიტოლიუმის შენობაზე თავდასხმის ფაქტებსა და მიზეზებს გამოიძიებს. ახალ ინიციატივას მხარი დემოკრატების გარდა რესპუბლიკელებმაც დაუჭირეს.