მთავარიევროპაესპანეთიესპანელი რეპერის მხარდასაჭერად კატალონიელი სტუდენტები საპროტესტო აქციებს მართავენ

ესპანელი რეპერის მხარდასაჭერად კატალონიელი სტუდენტები საპროტესტო აქციებს მართავენ

კატალონიის უნივერსიტეტების სტუდენტები საპროტესტო აქციას იმ რეპერის მხარდასაჭერად მართავენ, რომელიც ერთ-ერთ შენობაში ჩაიკეტა.

სამართალდამცავებმა პაბლო ჰასელს დრო პარასკევამდე მისცეს. მას ცხრათვიანი პატიმრობა ისეთი სიმღერების გამო მიესაჯა, რომლებშიც იგი მონარქიას აკნინებდა და ტერორიზმს განადიდებდა.

რეპერის თქმით, მას ბევრი მხარდამჭერი ჰყავს, რადგან ხალხს ესმის, რომ სახელმწიფო მხოლოდ მას კი არ ავიწროებს, არამედ დემოკრატიის მნიშვნელოვან ღირებულებებს უგულებელყოფენ.

„სახელმწიფო თავისუფლებას ზღუდავს. ისინი ჩვენ მიმართ აგრესიით არიან განწყობილი, ჩვენ კი არ უნდა გავჩუმდეთ, უნდა გავერთიანდეთ ამ აგრესიის წინააღმდეგ. დღევანდელი მოვლენები, ფაქტობრივად, მოწოდებაა, რომ ეს სოლიდარობა ქუჩის აქციებით გამოვხატოთ და გავაპროტესოთ ეს შევიწროება“, – ამბობს რეპერი.


მონარქიის კრიტიკის გარდა, მუსიკოსის სიმღერის ტექსტებსა და სოციალურ ქსელ ტვიტერზე გამოქვეყნებულ სტატუსებში ჩანს, რომ ის პოლიციას აქციების მონაწილეებისა და მიგრანტების წამებასა და მოკვლაში ადანაშაულებს.

მას ბევრი მხარდამჭერიც გამოუჩნდა. 200-ზე მეტმა ხელოვანმა, მათ შორის კინორეჟისორმა პედრო ალმოდოვარმა და ჰოლივუდის ვარსკვლავმა ხავიერ ბარდემმა, მისი გათავისუფლების პეტიციას მოაწერა ხელი.

პაბლო ჰასელი არ არის პირველი რეპერი, რომელმაც ესპანეთში თავისი სიმღერებით კანონი დაარღვია. 2018 წელს კიდევ ერთ რეპერ ვალტონიკს სამწლიანი პატიმრობა მიესაჯა, თუმცა იგი ბელგიაში გაიქცა, სადაც სასამართლომ მის ექსტრადიციაზე უარი განაცხადა.

ესპანეთის მთავრობის წარმომადგენლის განცხადებით, ისინი გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებით კანონის შემსუბუქებას იმ შემთხვევაში გეგმავენ, თუ ის კულტურულ საქმიანობას უკავშირდება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend