მთავარი COVID-19 კორონავირუსის ახალი შტამის გავრცელების გამო გერმანიამ ავსტრიასთან საზღვარი ჩაკეტა

კორონავირუსის ახალი შტამის გავრცელების გამო გერმანიამ ავსტრიასთან საზღვარი ჩაკეტა

გერმანიამ ავსტრიას საზღვარი ჩაუკეტა პროვინცია ტიროლში კორონავირუსის ახალი შტამის გავრცელების გამო.

საზღვრის გადაკვეთა მხოლოდ კორონავირუსის ტესტის უარყოფითი პასუხის შემთხვევაშია შესაძლებელი. ახალი წესებით, ტესტის გაკეთებიდან 48 საათზე მეტი არ უნდა იყოს გასული. ტიროლის სატრანზიტო გზაზე მძღოლები ვალდებულნი არიან ორჯერ წარადგინონ ტესტის პასუხი- იტალიისა და გერმანიის საზღვრებთან.

ტვირთის გადამზიდი მანქანები ავსტრია-გერმანიის საზღვარზე არიან გაჩერებული. შაბათს გერმანიამ ავსტრიის პროვინციის ტიროლის მიმართულებით საზღვარი ჩაკეტა. გარდა რამდენიმე გამონაკლისისა, ყველას ეკრძალება გერმანიაში შესვლა. საზღვარზე თითოეულ მანქანას პოლიცია ამოწმებს.

„გვინდა, რომ თავიდან ავიცილოთ გერმანიაში ახალი შტამის გავრცელება”,- განაცხადა გერმანელმა პოლიციელმა.

 
სატვირთო მანქანებს საზღვრის გადაკვეთის უფლება მხოლოდ ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენის შემთხვევაში აქვთ.

„სასაზღვრო სადგურთან გამაჩერეს და პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ჩაიბარეს. პოლიციამ თქვა, რომ უნდა გამეკეთებინა ტესტი. უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, დამიბრუნებენ საბუთებს“, – ამბობს საზღვარზე მდგომი სატვირთო მანქანის მძღოლი.

ტიროლის სატრანზიტო გზაზე სატვირთო მანქანის მძღოლები ვალდებული არიან, ორჯერ აჩვენონ ტესტის უარყოფითი პასუხი   –  იტალიის საზღვარზე ბრენერის უღელტეხილსა და კუფშტაინში.

ტიროლის მოსახლეობა იმედგაცრუებულია. სასაზღვრო კონტროლი ყველა მხრიდან უფრო და უფრო მკაცრდება, სათხილამურო კურორტები კი იხურება. მთავრობის განცხადებით სიტუაცია არც ისე კრიტიკულია.

„სამხრეთაფრიკული შტამით ინფიცირების შემთხვევები სულ უფრო და უფრო მცირდება. სამწუხაროდ, კიდევ არის რამდენიმე შემთხვევა, თუმცა შემცირებული. ნებისმიერ შემთხვევაში, მე ვურჩევდი სატვირთო მანქანის ყველა მძღოლს, თან იქონიონ ტესტის გაკეთების დამადასტურებელი საბუთი უარყოფითი პასუხით, რათა თავიდან ავიცილოთ ვირუსის გავრცელება. ტესტის გაკეთება გზაზევე იქნება შესაძლებელი“, – განაცხადა ტიროლის გუბერნატორის მოადგილე ინგრიდ ფელიპემ.

საავტომობილო გზებზე ტესტის დროებითი სადგურების განთავსებით, იტალიისა და ავსტრიის მთავრობებმა შეძლეს თავიდან აერიდებინათ ევროპის ერთ-ერთ მთავარ მარშრუტზე დიდი საცობის წარმოქმნა. ტიროლის მოსახლეობა კი იმედოვნებს, რომ პროვინციის საზღვრები მალე გაიხსნება და შეზღუდვები შემსუბუქდება.

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend