პოლონეთში ქალაქ მენზისდროიაში ზღვის სანაპირო გაიყინა და ქვიშიანი პლაჟი არქტიკულ ლანდშაფტად იქცა.
უამინდობაა თურქეთშიც. აია-სოფია და ლურჯი მეჩეთი თოვლით არის დაფარული. ამინდის პროგნოზი -ს მიხედვით თურქეთში ხუთშაბათიდან ტემპერატურა იმატებს.
საბერძნეთში ჰაერის ტემპერატურა მინუს 20 გრადუსზე დაბალია. ხელისუფლებამ საზოგადოებას თხოვნით მიმართა, რომ მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში ისარგებლონ ავტომობილებით. დიდთოვლობის გამო საბერძნეთის დედაქალაქში მთავარი მაგისტრალიც ჩაკეტილია.
რუსეთის მეტეოროლოგიური სამსახურის ცნობით, რუსეთსა და ყირიმის იმ ნაწილში, სადაც თოვლი არავის უკვირს, ტემპერატურა შეიძლება -30 გრადუსამდე დაეცეს.