15 თებერვლიდან კორონავირუსის პრევენციის მიზნით დაწესებული რეგულაციების შემსუბუქების მეორე ეტაპი ამოქმედდა. თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში სკოლის მოსწავლეებს საშუალება აქვთ სწავლა საკლასო ოთახებში გააგრძელონ. რესტორნებსა და კაფე-ბარებს კი, შაბათ-კვირის გარდა, შეუძლიათ სტუმრები ღია სივრცეში მიიღონ. თუმცა კვალვ ძალაში რჩება გადაადგილების შეზღუდვა საღამოს ცხრიდან დილის ხუთ საათამდე.
15 თებერვლიდან მთელი საქართველოს ტერიტორიაზე სკოლებს სასაწავლო პროცესის საკლასო ოთახებში გადატანის უფლება აქვთ. თუმცა სურვილის შემთხვევაში მშობლებს შეუძლიათ დისტანციური სწავლება აირჩიონ.
სკოლაში წასულმა ბავშვებმა აუცილებლად უნდა დაიცვან უსაფრთხოების ზომები:
სკოლის ტერიტორიაზე V-XII კლასის მოსწავლეებისთვსი პირბადის ტარება სავალდებულოა, გამონაკლი იქნებიან ის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეები, რომელთაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, არ შუძლიათ პირბადის ტარება. მოწაფეებმა სკოლაში გადაადგილებსი დროს უნდ ადაიცვან ერთმეთრიანი დისტანცია.
სასწავლო პროცესის საკლასო ოთახებში გაგრძელებასთან დაკავშირებით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ რეკომენდაციები განაახლა. სკოლებში სასწავლო პროცესის ორგანიზებისა და მოსწავლეთა მშობლების ინფორმირების მიზნით შემუშავებული რეკომენდაციები მიეწოდა ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას.
რეკომენდაციების შორის არის მოწაფის სხეულის ტემპერატურის რეგულარული შემოქმება, თუ თერმომეტრი აჩვენებს 37 ან მეტს ტემპერატურას, მოწაფე სკოლაში ვერ წავა. თერმოსკირნინგი სავალდებულოა სკოლის შენობაში შემსვლელი ნებისმიერი პირისთვის. 37 ან მეტი ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში, მასწავლებლები, ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ტექნიკური პერსონალი და გარეშე პირები სკოლაში არ დაიშვებიან.
37 ან მეტი ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში, მოსწავლე სკოლის წარმომადგენელს გადაჰყავს წინასწარ მომზადებულ საიზოლაციო ოთახში. სკოლა უკავშირდება მოსწავლის მშობელს ან მის კანონიერ წარმომადგენელს, რომელიც პასუხისმგებელია მოსწავლის სკოლიდან დროულად გაყვანისთვის. მოსწავლის მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის გონივრულ ვადაში სკოლაში გამოუცხადებლობის შემთხვევაში, სკოლა ვალდებულია დაუკავშირდეს 112-ს შესაბამისი სამედიცინო სერვისის მისაღებად.
მოსწავლეებმაც და სკოლის პერსონალმაც რეგულარულად უნდა დაიბანონ ხელები ან დაიმუშაონ სადეზინფექციო ხსნარით და დაცვან პანდემიის დროს შემუშავებული პირადი ჰიგიენისა და ზოგადი უსფართხოების წესები.
მშობელსა და მასწავლებელს შორის კომუნიკაცია დისტანციურ ფორმატში უნდა მოხდეს. მასწავლებელმა მშობელს უნდა მიაწოდოს ინფორმაცია სასწავლო პროცესის ორგანიზებასა და სკოლაში სანიტარიულ-ჰიგიენურ ნორმებთან დაკავშირებით;
ძალაში რჩება 2020-2021 სასწავლო წლის დასაწყისში სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციები სასწავლო პროცესის ორგანიზებასთან დაკავშირებით.
სასწავლო პროცესის უსაფრთხოების ნორმებისა და რეკომენდაციების სრული დაცვით წარმართვის მიზნით, მიმდინარეობს სკოლების მონიტორინგი. მოწესრიგდა სველი წერტილები 800-მდე სკოლაში.
სკოლების პედაგოგებსა და ადმინისტრაციის თანამშრომლებს უტარდებათ ტესტირება COVID-19-ზე.
სამინისტროს ინიციატივით, სკოლებს მშობლებთან კომუნიკაციის სტრატეგიის შემუშავება და დამტკიცება დაევალათ, რომლის ფარგლებშიც მშობლები სისტემატურად მიიღებენ ინფორმაციას ისეთ საკითხებზე, როგორიცაა:
სკოლის სპეციალური აღჭურვილობებით, დეზობარიერებით, სადეზინფექციო საშუალებებითა და უკონტაქტო თერმომეტრებით უზრუნველყოფა;
სკოლის მოვლა-პატრონობისა და დალაგება-დასუფთავების მიზნით გატარებული ღონისძიებები;
სკოლაში სველი წერტილების მდგომარეობა;
საკლასო ჯგუფების ცვლებში განაწილება, მიმდინარე საგაკვეთილო ცხრილი და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის რესურსოთახით სარგებლობის განრიგი;
სკოლის ეზოსა და შენობაში მოსწავლეთა ნაკადების შესვლის, გასვლისა და გადაადგილების ორგანიზება;
თერმოსკრინინგის უზრუნველყოფა;
სკოლის პერიმეტრზე პირბადის ტარებასთან დაკავშირებული მოთხოვნები;
დისტანციური სწავლების ფორმა საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის;
სკოლის პერსონალის COVID-19-ზე სავალდებულო ტესტირება;
მშობლებთან კომუნიკაციისთვის გამოყოფილი დრო და ფორმატი.
მოსწავლეთა მშობლებს კვლავ ეძლევათ შესაძლებლობა, გააკეთონ არჩევანი დასწრებით სწავლებასა და დისტანციურ სწავლებას შორის.
რისკჯგუფში შემავალ მასწავლებლებს შეუძლიათ მუშაობა დისტანციურ ფორმატში განაგრძონ.
15 თებერვლიდან რეგულაციები შეუმსუბუქდა კვების ბიზნესს. კვების ობიექტები, შაბათ-კვირის გარდა, ღია სივრცეებში სტუმრების მიღებას შეძლებენ.
მკაცრდება სანქცია პირბადის ტარების წესის დარღვევაზე, დარღვევის გამეორების შემთხვევაში ჯარიმა გაიზრდება.
ძალაში რჩება გადაადგილების შეზღუდვა 21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდემოსწავლის ტრანსპორტირება: